ხვალ გახდება ცნობილი შევა თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში

29 May 2021 16:39

ხვალ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე გადაწყდება შევა თუ არა პარტია პარლამენტში.


შეგახსენებთ, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან უკრაინაში იმსჯელა, იქიდან დაბრუნების შემდეგ კი, შეხვედრები პარტიის წევრებთან და მხარდამჭერებთან რეგიონებშიც გამართა.


ცნობისთვის, პარტია 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს ამ დრომდე ბოიკოტს უცხადებს და საკანონმდებლო ორგანოში არ შედის.




კომენტარები:

ფართი შოპი