ლევან ნიკოლეიშვილი: გახარიას გუნდის ჭორაობა, რომ პარტია ივანიშვილის პროექტია, მიზნად „ოცნების“ ამომრჩევლის შეცდომაში შეყვანასა და მმართველი გუნდისთვის ხმების დაკლებას ემსახურება

29 May 2021 16:54

„დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ახალმა ინფორმაციამ, რომლის თანახმადაც, გახარიას კეზერაშვილი აფინანსებს და რომ მისი დავალება „ქართული ოცნების“ დასუსტება, მისთვის ხმების დაკლება და საბოლოო ჯამში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა. ინფორმაციის გავრცელების დღეს ემოციები დუღდა და მოსაზრებები არ იყო რაციონალური“, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე წერს.


ის აღნიშნავს, რომ მიმდინარე პროცესის „ცივი გონებით ანალიზი“ დღეს უკვე შესაძლებელია.


„ყველაზე დიდი და საეჭვო დამთხვევა პეტრე ცისკარიშვილის უნებლიე წამოცდენაა, რომლის თანახმადაც, ვციტირებ - „კარგი იქნება, თუ გახარია ხმებს წაართმევს და „ქართული ოცნება“ 43%-ს ვერ გადალახავს“. ცისკარიშვილის ეს კომენტარი არც წამოცდენაა და თან, არც შემთხვევით ნასროლი სიტყვები. შეიძლება ეს ჩავთვალოთ გახარიას გეგმების პირდაპირ ლუსტრაციად. ამ „მიზანს“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება ამყარებს: ყოფილი პრემიერის წარმომადგენლების მიერ უბან-უბან სიარული და ჭორების დაყრა, რომ ეს გუნდი ბიძინა ივანიშვილის პროექტია. ამ საეჭვო ქმედების საბოლოო შედეგიც სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ „ოცნების“ მომხრეები შეცდომაში შეიყვანონ და საბოლოოდ, მმართველ გუნდს ხმები დააკარგვინონ. ამიტომ, დიდი დაფიქრება მართებს ამომრჩეველს, დაფიქრება და ანალიზი, რომ ამ გადმოსახედიდან, გახარიას ყველა ქმედება სწორედ ნაცმოძრაობის წისქვილზე ასხამს წყალს“, - აცხადებს ნიკოლეიშვილი.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი