იაგო ხვიჩია - დიდი ხანია ველოდებით "ნაცმოძრაობას" პარლამენტში, ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ, ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით

29 May 2021 17:43

ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით, დიდი ხანია ველოდებით "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან, „ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტში შესვლის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.


როგორც იაგო ხვიჩია აღნიშნავს, თუ პარტია პარლამენტში შევა, მათ ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.


"ვფიქრობდი, წყლის პისტოლეტებით, ხომ არ გავწუწოთ-მეთქი შემოსასვლელში. თან ზაფხულია და არ ეწყინებათ, თან გავერთობოდით. მაგრამ მერე მაინც გადავიფიქრე, ვიფიქრე პოლიტიკურ კუდს მოაბამენ ამას-თქო. ისე, ჩვენ დიდი ხანია ველოდებით "ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში და მივესალმებით მათ ამ გადაწყვეტილებას," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.


შეგახსენებთ, ხვალ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე გადაწყდება შევა თუ არა პარტია პარლამენტში.




კომენტარები:

ფართი შოპი