„ექსპო ჯორჯიაში“ გიორგი გახარიას მისვლას ადგილზე მყოფი აქტივისტების ხმაური მოჰყვა

29 May 2021 18:59

„ექსპო ჯორჯიაში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიას მისვლას ადგილზე მყოფი აქტივისტების ხმაური მოჰყვა. ადგილზე მოხდა დაპირისპირებაც, აქტივისტების განცხადებით, კერძო დაცვის სამსახურის წარმომადგენლები მათ ფიზიკურად შეეხნენ.


„მოძრაობა საქართველოსთვის” და „შეცვალეს” აქტივისტების განცხადებით, გიორგი გახარია საქართველოში წარმოადგენს რუსეთს და „ის არის „ქართული ოცნების” გეგმა ბ“.


მათივე თქმით, გიორგი გახარია ყველაზე წარუმატებელი პრემიერი იყო.




კომენტარები:

ფართი შოპი