ზემო ჭალადიდელებისა და ელენე ხოშტარიას მიმართვა ეკონომიკის სამინისტროს

29 May 2021 19:11

დღეს, 29 მაისს, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ჭალადიდში ადგილობრივებმა პოლიტიკური მოძრაობა  “დროას” დამფუძნებელ, ელენე ხოშტარიასთან ერთად, ეკონომიკის სამინისტროს მიმართეს. ჭალადიდელები მოუწოდებენ სამინისტროს, დაუბრუნოს მიწა, რომელიც მათ ელემენტარული შემოსავლის მისაღებად სჭირდებათ.


რამდენიმე ათეული ჰექტარი, რომელსაც ეს სოფელი 1997 წლიდან საძოვრად და სახნავ-სათესად იყენებდა, 30 წლიანი იჯარით, კერძო პირს გადაეცა. შედეგად, რამდენიმე ოჯახი შემოსავლის გარეშე დარჩა. მიწის იჯარით მფლობელი, თავადაც თანახმაა, მოხდეს ტერიტორიების ადგილმონაცვლეობა, ახლა გადაწყვეტილება სახელმწიფომ და ეკონომიკის სამინისტრომ უნდა მიიღოს.




კომენტარები:

ფართი შოპი