მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტები აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ მათი ორგანიზაციის სახელი „მოიპარა და თავის პარტიას დაარქვა“

29 May 2021 19:58

მოძრაობა „საქართველოსთვის“ აქტივისტები აცხადებენ, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მათი ორგანიზაციის სახელი „მოიპარა და თავის პარტიას დაარქვა“.


გიორგი გახარიასთვის მინდოდა სამი კითხვის დასმა - რატომ მოიპარა ჩვენი ორგანიზაციის სახელი, კითხვის დასმა მინდოდა ია კერზაიას საქმეზე და 20 ივნისის საქმეზე“, - აცხადებს მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი ლაშა ხუსკივაძე.


ცნობისთვის, „ექსპო ჯორჯიაში“ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა მიმდინარეობს. პარალელურად კი, აქციას მართავს რამდენიმე სამოქალაქო მოძრაობა, მათ შორის არის „საქართველოსთვის“ და „შეცვალე“.




კომენტარები:

ფართი შოპი