ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დავით არჩვაძის მუსიკალური სტუდია იხსნება

29 May 2021 20:22

ბორჯომის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში დავით არჩვაძის მუსიკალური სტუდია იხსნება.


ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ბორჯომის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ზაალიშვილი დავით არჩევაძეს შეხვედა. შეხვედრას მერის მოადგილე იოსებ რაზმაძე და კულტურისა და ხელოვნების ცენტრის ხელმძღვანელი გაიოზ დვალიშვილი ესწრებოდნენ.


„ცნობილმა მომღერალმა და კომპოზიტორმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მუსიკალურ სტუდიასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა და სამომავლო გეგმები გაუზიარა. მუსიკალური სტუდია კასტინგის წესით შერჩეული ახალგაზრდებით დაკომპლექტდება. ასაკობრივი ზღვარია: 6-დან 16 წლის ჩათვლით.


კასტინგი გაიმართება : ორშაბათს, 31 მაისს და ოთხშაბათს, 2 ივნისს 18:00 საათზე.

მის: ბორჯომი,კოსტავას ქ.N3 “, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.


ipn.ge




კომენტარები:

ფართი შოპი