თბილისის, ქუთაისის, ზუგდიდის, ბათუმის და სენაკის საკრებულოებმა გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვის წესი მიიღეს

15 May 2018 21:39

2018 წლის 4 მაისს ზუგდიდი საკრებულოს მორიგ სხდომაზე სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესებთან დაკავშირებით დადგენილება მიიღეს - გარდაცვლილის მჯდომარე მდგომარეობაში დაკრძალვისას მიწის შრე გვამზე საფლავსზედა ყრილის ჩათვლით უნდა იყოს სულ ცოტა 1 მეტრი.

მსგავსი დადგენილებები აქვს მიღებული თბილისის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბერს, ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 29 ოქტომბერს, სენაკის საკრებულოს 2015 წლის აპრილს, ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 30 ნოემბერს.

გარდაბნის საკრებულო თვლის, რომ მიწის შრე არა1 მეტრი, არამედ 1,5 მეტრი უნდა იყოს ასეთი დადგენილებაა გამოტანილი 2016 წლის 30 აგვისტოს.

ამ თემამ სოციალური ქსელი გაამხიარულა და კუბოს კოლაჟებიც კი გამოჩნდა.


წყარო:  "ალია"


კომენტარები:

ფართი შოპი