"გადავდექი იმიტომ, რომ... "- გიორგი გახარიამ მიზეზები ჩამოთვალა

29 May 2021 21:19

გიორგი გახარიამ პრემიერობიდან მისი გადადგომის რამდენიმე მიზეზი მისი ახალი პარტიის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა. თუმცა, უმთავრეს მიზეზად გამოყო ის, რომ პარტია ხალხის რეალურ პრობლემებს დაშორდა.

"გადავდექი იმიტომ, რომ პარტია დაშორდა რეალურ პრობლემებს ჩვენი რიგითი მოქალაქეების. მარტივი მიზეზის გამო. რატომღაც ჩაითვალა, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა უფრო მნიშვნელოვანია თემაა, ვიდრე ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ პრობლემებზე ზრუნვა. 

გადავდექი იმიტომ, რომ რვაწლიანი მმართველობის შემდგომ მმართველი პარტია თავის თუნდაც თავის ყველაზე დიდ მიღწევებს ადარებდა 10-15 წლის წინ რეალობას და ამით განვითარების პერსპექტივას უკლავდა ჩვენს ქვეყანას" -თქვა გიორგი გახარიამ.

მთავარი არხი





კომენტარები:

ფართი შოპი