გიორგი გახარია - დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია და ნეპოტიზმი

29 May 2021 21:27

ჩვენ არ ვითანამშრომლებთან არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში რადიკალური ადამიანები იქნებიან, - ამის შესახებ ყოფილმა პრემიერმა, პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.


მან ამასთანავე, განმარტა თუ რა არის ქვეყნის მთავარი გამოწვევები და მათ შორის, სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია, ნეპოტიზმი და ეკონომიკური ვითარება დაასახელა.


„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ამ ქვეყანაში დავასრულოთ რადიკალური დაპირისპირება, რადიკალიზმი ნებისმიერი სახის. ჩემთვის პირადად და ჩემი მეგობრებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოდის ეს რადიკალიზმი. ჩვენ არ ვითანამშრომლებთან არავისთან, სადაც რადიკალურ ტენდენციებს დავინახავთ, სადაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში რადიკალური ადამიანები იქნებიან.


დღეს ქვეყნის მთავარი პრობლემა არის სუსტი ინსტიტუტები, კორუფცია, ნეპოტიზმი და ქვეყნის მთავარი პრობლემა არის ის, რომ სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება ქვეყანას,“- განაცხადა გახარიამ.


მისივე განმარტებით, პარტია „საქართველოსთვის“ ყველა არჩევნებში აპირებს მონაწილეობის მიღებას.





კომენტარები:

ფართი შოპი