"გადმოვაბრუნე ბორჯომის ბოთლი და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა კარგი ფორმა მის გასაკეთებლად" - რას იხსენებს სააკაშვილი ბათუმის იუსტიციის სახლზე?

30 May 2021 00:06

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც ბა­თუ­მის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის აშე­ნე­ბის პე­რი­ოდს იხ­სე­ნებს.


რო­გორც ის წერს, მსოფ­ლი­ო­ში დღემ­დე აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იწ­ვევს მისი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი. მისი თქმით, მას შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში აღა­რა­ფე­რი კეთ­დე­ბა.


"ათი წლის წინ, ჩვენ გავ­ხსე­ნით ბა­თუ­მის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი. მე კარ­გად მახ­სოვს, ჩემი ბევ­რი მსჯე­ლო­ბა მი­ქე­ლე დე­ლუ­კის­თან, ამ სახ­ლის არ­ქი­ტექ­ტორ­თან იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო ამ სახ­ლის ფორ­მა და ბოლო, ეს დე­ბა­ტე­ბი შედ­გა რეს­ტო­რან "უკ­რა­ი­ნა­ჩკა­ში", რო­მე­ლიც იყო იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მე­ო­რე მხა­რეს და მერე, მე გად­მო­ვაბ­რუ­ნე ბორ­ჯო­მის ბოთ­ლი და ვუ­თხა­რი, რომ ეს იქ­ნე­ბო­და კარ­გი ფორ­მა ამ სახ­ლის გა­სა­კე­თებ­ლად, ნა­ხევ­რად ხუმ­რო­ბით და მერე, დე­ლუ­კიმ მე­ო­რე დღეს, და­მახ­ვედ­რა უკვე და­ხა­ზუ­ლი ნა­ხა­ზი.


მთა­ვა­რი მა­ინც არ­ქი­ტექ­ტუ­რა არ არის აქ, მთა­ვა­რი არის ში­ნა­არ­სი, ში­ნა­არ­სი არის ის, რომ სა­ხელ­მწი­ფო უნდა ემ­სა­ხუ­რე­ბო­დეს ხალ­ხს, ხალ­ხის­თვის ყვე­ლა­ფე­რი უნდა იყოს გა­ად­ვი­ლე­ბუ­ლი, რომ სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბი არ უნდა შო­უ­ლობ­დნენ ფულს, ხალ­ხის ხარ­ჯზე, და­წყე­ბუ­ლი პრე­ზი­დენ­ტი­დან არ უნდა შო­უ­ლობ­დეს და დამ­თავ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა თა­ნამ­შრომ­ლით, მა­გა­ლი­თად, იგი­ვე იუს­ტი­ცი­ის სახ­ლე­ბის, მაგ­რამ ამა­ვე დროს, რა თქმა უნდა, ამ თა­ნამ­შრომ­ლებს უნდა ჰქონ­დეთ კარ­გი ხელ­ფა­სი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მე ვი­ცხოვ­რე ამ წე­სე­ბით, გა­ვი­და 10 წელი და სა­ქარ­თვე­ლოს ვე­ღარ იც­ნობ იმ­დე­ნად შე­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ბევ­რი რა­ღაც დარ­ჩა შე­უც­ვლე­ლი, ბევ­რი რა­ღაც მა­ინც ჩა­ვა­ბე­ტო­ნეთ თა­ვის დრო­ზე და ამით ძა­ლი­ან ვა­მა­ყობ.


მა­ინც დარ­ჩა და­ნარ­ჩენ მსოფ­ლი­ო­ში აღ­ფრთო­ვა­ნე­ბა იმი­სი, რაც იმ წლებ­ში გა­კეთ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ვე­რა­ვინ ვე­ღარ ამ­ჩნევს იმის მერე გა­კე­თე­ბულს და ეს დრო­ზე უნდა გა­მო­ვას­წო­როთ, სა­ქარ­თვე­ლო უნდა გახ­დეს, მსოფ­ლი­ოს­თვის მი­სა­ბა­ძი ქვე­ყა­ნა ხე­ლახ­ლა" - წერს სა­ა­კაშ­ვი­ლი.


ამბები.ge




კომენტარები:

ფართი შოპი