BBC: ბორის ჯონსონმა მედიისგან მალულად იქორწინა

30 May 2021 11:23

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, 56 წლის ბორის ჯონსონმა და 33 წლის კერი სიმონდსმა, უესტმინსტერის სასახლეში, საზოგადოებისგან მალულად იქორწინეს, - ამის შესახებ BBC წერს.


არსებული ინფორმაციით, ცერემონია 28 მაისს ჩატარდა და მას მხოლოდ 30-მდე ადამიანი - ახლო მეგობრები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.


ბორის ჯონსონისა და კერი სიმონდის რომანი 2019 წელს დაიწყო. 2020 წლის მარტში ისინი დაინიშნენ, ამავე წლის აპრილში კი, ვაჟი შეეძინათ.


imedinews.ge




კომენტარები:

ფართი შოპი