დავით ქართველიშვილი - კვირიკაშვილისაგან განსხვავებით, მელიას „კეთილებით“ არ დაინტერესებულხართ, მაგრამ „მე თქვენ დაგასრულებთო“ - ეს „ჰუმანურობით“ აღსავსე ფრაზა ვისი მისამართით ითქვა, „ნაცების“ თუ „ოცნების?“

30 May 2021 11:34

ექსპერტი დავით ქართველიშვილი გიორგი გახარიას მიერ პარტიის „საქართველოსთვის“ დაფუძნებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.


„თანდათანობით კითხვები მებადება, ზერელე მოსმენით ვერ დავკმაყოფილდი. ესე იგი რა ხდება - გიორგი გახარია და მისი პარტია „საქართველოსთვის“.


✓ დავიწყებ ცხონებული გურამ დოჩანაშვილის იდუმალებით მოცული ციტატით - „მე პამიდორი მეგონა“. ანუ გადადგომის მიზეზი აქამდე მელიას დაკავების ირგვლივ, გუნდში ტექნიკური უთანხმოება რომ მეგონა - შევცდი, მოვტყუვდი თუ მომატყუეს?


✓ „რატომღაც ჩაითვალაო, რომ პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი თემა არისო, ვიდრე რიგითი მოქალაქეების პრობლემებზე ზრუნვა“ - უკაცრავად, და ვინ ჩათვალა მასე? ან ვინ ებრძოდა ოპონენტებს თუნდაც უკიდურესი მუქარის ზღვართან მიახლოებული ლექსიკით? მართალია, პრემიერ კვირიკაშვილისაგან განსხვავებით, მელიას „კეთილებით“ არ დაინტერესებულხართ, მაგრამ „მე თქვენ დაგასრულებთო“ - ეს „ჰუმანურობით“ აღსავსე ფრაზა ბოლოს და ბოლოს, მართლაც ვისი მისამართით ითქვა? „ნაცების“ თუ „ოცნების?“ ან რა მნიშვნელობაა, თუ კი დღეს ორივე ოპონენტია. მოკლედ, ერთი სიბრძნისა არ იყოს, სანამ პასუხები მეღირსა, კითხვები შემეცვლა,“ - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი