თემატური მოკვლევის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში შეხვედრები გაიმართა

30 May 2021 12:49

პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე“ თემატური მოკვლევის ფარგლებში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გასვლითი სამუშაო შეხვედრები გაიმართეს.

 

თემატური მოკვლევა მიზნად ისახავს  ევროკავშირის ბაზარზე ქართული აგროსასურსათო პროდუქციის შეტანის პერსპექტივებსა და გამოწვევებს, რეგიონებში აგრარული მიმართულებით, განვითარების შესაძლებლობის შესწავლას და  იმ საჭიროებების იდენტიფიცირებას, რომელიც ჩვენს თანამოქალაქეებს გააჩნიათ.

 

სამუშაო შეხვედრისას, თემატური მოკვლევის ექსპერტმა, ჯგუფის წევრებს მიღებული დასაბუთებული მოსაზრებების და ზეპირი მოსმენების საფუძველზე შემუშავებული საბოლოო დასკვნისა და რეკომენდაციის სამუშაო ვერსია წარუდგინა. გამოთქმული მოსაზრებები, და შენიშვნები თემატური მოკვლევის დასკვნით რეკომენდაციაში აისახება.

 

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ადგილზე დავთვალიერეს USAID-ის და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო პირველადი და გადამამუშავებელი საწარმოები.

 

„განვიხილეთ როგორც სამეგრელოს შემთხვევაში ისე მთელი საქართველოს მასშტაბით ისეთი პერსპექტიული აგროსასურსათო პროდუქტების გატანის შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნებში, როგორიცაა თხილი, მოცვი და სხვა დანარჩენი, რომელსაც ვთვლით რომ სერიოზული პოტენციალი აქვს თუმცა, მეორე მხრივ აუცილებელია სახელმწიფო დახმარების კომპონენტი როგორც პირველადი პროდუქციის მოყვანის ასევე, გადამუშავების და ევროკავშირის ბაზარზე შეტანის და მარკეტინგის შესაძლებლობების გაზრდის კუთხით“, - აღნიშნა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი