„ეს ქალი ჯერ ამ ოჯახმა დატანჯა და მერე ბასილაშვილის აჟიტირებულმა ფანებმა“... - პატარაია დოროყაშვილზე

30 May 2021 12:58

უფლებადამცველი, ბაია პატარაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოდელ ნეკა დოროყაშვილის შესახებ წერს, რომელიც ქმარს, მსოფლიო 27-ე ჩოგანს, ნიკოლოზ ბასილაშვილს ოჯახურ ძალადობაში ადანაშაულებს.


„დაიჯესტი“ პატარაიას პოსტს უცვლელად გთავაზობთ.


„შეყვარებული რომ ვალის აღებას მოგთხოვთ, ჩათვალეთ, რომ ე, მანდ დასრულდა თქვენი სიყვარული“ - პატარაია


„ბასილაშვილების ოჯახმა რა ჯოჯოხეთი გამოატარა ნეკას ბოლო სასამართლო სხდომიდანაც ჩანს:

თავზე საჭმლის დასხმა, მუდმივი კონტროლი (საძინებელში ჩართული ვიდეოთვალით), ახალნამშობიარების გიჟად შერაცხვით და სხვს.


ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ადასტურებს ტანჯვას, რასაც მსხვერპლი განიცდიდა უშუალოდ ნიკას მხრიდან. (სასამართლოზე ექსპერტის დაკითხვის ინფოს კომენტარში ჩავაგდებ).

„ჰგონია, რომ არ ეტყობა, ბავშვობაში რომ სცემდნენ და ნეტაი, მეტი რაღა უნდა ეტყობოდეს…“ – პატარაია მეგრელიშვილზე


ეს ქალი ჯერ ამ ოჯახმა დატანჯა და მერე ბასილაშვილის აჟიტირებულმა ფანებმა გადაჯეგეს. ბოლოს როცა ვესაუბრე ნეკას,მითხრა, რომ აუცილებლად დაამტკიცებდა საკუთარ სიმართლეს, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრების გაგრძელება სურდა.


რა უსაფუძვლოდ სჯერათ ვარსკვლავის და როგორ იმეტებენ მსხვერპლ ქალს, რომელსაც სასამართლოს ორდერები და ექსპერტიზის დასკვნები უჭირავს ხელში“,- წერს პატარია.




კომენტარები:

ფართი შოპი