საწვავის გადაჭარბებული ხარჯვა - აბაშის პოლიციის უფროსი სამსახურიდან დაითხოვეს

30 May 2021 13:04

აბაშის პოლიციის სამმართველოს უფროსი სამსახურიდან დაითხოვეს. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც გენინსპექციამ დიზელის საწვავის გადაჭარბებულ გახარჯვაზე მოკვლევა დაიწყო.


"მთავარი არხის" ინფორმაციით კობა ნარმანია განყოფილებისთვის კუთვნილი დიზელის საწვავის ტალონებს ბენზინგასამართ სადგურში აბარებდა, სანაცვლოდ კი ბენზინის საწვავით სარგებლობდა, ისე რომ შსს-ს სამეურნეო დეპარტამენტი ამის შესახებ ინფორმირებული არ იყო.


აბაშის პოლიციის პირველი პირი გენერალურ ინსპექციაში უკვე გამოიკითხა. მომხდარის დეტალებზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.




კომენტარები:

ფართი შოპი