"ალბანეთში ჩასვლის დღიდან თავს საერთაშორისო დონის ვარსკვლავად ვგრძნობ" - ნუცა ბუზალაძე "Magic Song 2021"-ის გამარჯვებული გახდა

30 May 2021 14:13

მომ­ღე­რა­ლი ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე ალ­ბა­ნეთ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლის - "Magic Song 2021"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გახ­და. ფეს­ტი­ვა­ლი ორ კა­ტე­გო­რი­ად იყო­ფა - "დიდი და პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვე­ბი", ნუ­ცამ დი­დე­ბის კა­ტე­გო­რია მო­ი­გო, რომ­ლის შე­სა­ხებ პოს­ტი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა.


გა­მარ­ჯვე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, ნუცა AMBEBI.ge-ს ფეს­ტი­ვა­ლის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა:


"ახლა ვარ ალ­ბა­ნეთ­ში, ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე დიდ ფეს­ტი­ვალ­ზე "Magic Song 2021". ხა­რის­ხით და­ახ­ლო­ე­ბით "ევ­რო­ვი­ზი­ის" მსგავ­სია. ძა­ლი­ან პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი გუნ­დი მუ­შა­ობს. უმაღ­ლე­სი ხა­რის­ხის გა­და­ღე­ბე­ბი აქვთ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ჩემს სიმ­ღე­რა­ზე კლი­პი გა­და­ი­ღეს. ისე დამ­ხვდნენ, ისე­თი გა­და­ცე­მე­ბი მო­მი­ძღვნეს და იმ­დე­ნად სა­უ­კე­თე­სოდ იმუ­შა­ვა ამ ჯგუფ­მა ჩემს გა­მოს­ვლა­ზე, რომ ალ­ბა­ნეთ­ში ჩას­ვლის დღი­დან თავს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის ვარ­სკვლა­ვად ვგრძნობ. გა­მოს­ვლა მექ­ნე­ბა ერთ კვი­რა­ში. ფეს­ტი­ვალ­ზე გა­ვი­ტა­ნე მიშო სუ­ლუ­ხი­ას უძ­ლი­ე­რე­სი სიმ­ღე­რა, რო­მე­ლიც და­წე­რის­თა­ნა­ვე მე მა­ჩუ­ქა და მი­თხრა, რომ ამ სიმ­ღე­რას შენს მეტი ვე­რა­ვინ იმ­ღე­რებ­სო.


ამ ფეს­ტი­ვა­ლის პლი­უ­სი არის ის, რომ დიდი და პა­ტა­რა ვარ­სკვლა­ვე­ბის ფეს­ტი­ვა­ლი ცალ-ცალ­კე არის, მე დიდი ვარ­სკვლა­ვე­ბის კა­ტე­გო­რი­ა­ში გა­მო­ვე­დი. ეთერ­ში ერთ კვი­რა­ში გა­მო­ვა, მა­ი­სის ბო­ლოს­კენ კი დიდი ფი­ნა­ლი იქ­ნე­ბა, სა­დაც ათი დღით წა­ვალ. უკვე გა­ვი­ცა­ნი ალ­ბა­ნეთ­ში ნო­მერ პირ­ვე­ლი პრო­დი­უ­სე­რი, რო­მელ­მაც შექ­მნა ეს ფეს­ტი­ვა­ლი, ასე­ვე ალ­ბა­ნეთ­ში ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი მომ­ღე­რა­ლი, რო­მელ­საც სულ ჰი­ტე­ბი აქვს და ამ მომ­ღე­რალ­თან ერ­თა­დაც იგეგ­მე­ბა ჩემი ჰი­ტე­ბის ჩა­წე­რა."




კომენტარები:

ფართი შოპი