რა უნდა ვიცოდეთ მირონმდინარე ხატებზე, რა ძალა აქვს ნაკურთხ ხატს და რამდენად აუცილებელია ხატების საკუთარ სახელზე კურთხევა?

30 May 2021 21:02

წმინ­და ხა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო სა­კი­თხებს, ქვე­მო ბეთ­ლე­მის ტაძ­რის დე­კა­ნო­ზი, ალექ­სან­დრე ბოლ­ქვა­ძე გან­გვი­მარ­ტავს.


- ლოც­ვი­სას, თი­თო­ე­უ­ლი ხა­ტის ტრო­პარს წარ­მოვ­თქვამთ ან უბ­რა­ლოდ, ჩვე­ნი­ვე სი­ტყვე­ბით მივ­მარ­თავთ; ვკი­თხუ­ლობთ სპე­ცი­ა­ლუ­რად ამა თუ იმ ხა­ტის­თვის შექ­მნილ ლოც­ვებს და და­უჯ­დომ­ლებს, მაგ­რამ ზოგ­ჯერ ადა­მი­ანს წინ იმ­დე­ნად ბევ­რი ხატი აქვს, რომ ამის გა­კე­თე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია. რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?


- ეკ­ლე­სი­ა­ში ანა­ლო­ღი­ა­ზე ყო­ველ­თვის დას­ვე­ნე­ბუ­ლია აღ­დგო­მის ხატი, ხოლო თუ რო­მე­ლი­მე დიდი სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლია - ბზო­ბა, ხა­რე­ბა შობა და სხვა, - აღ­დგო­მის ხატი ამ სა­ეკ­ლე­სიო დღე­სას­წა­უ­ლის ამ­სახ­ვე­ლი ხა­ტით იც­ვლე­ბა. თუ რო­მე­ლი­მე წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბაა, აღ­დგო­მის ხა­ტის გვერ­დით იმ ხატს და­აბ­რძა­ნე­ბენ, რო­მელ­ზე ასა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის ხსე­ნე­ბის დღე­ცაა იმ დღეს. ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, გა­მოვ­ყოთ სა­ლო­ცავ კუ­თხე­ში ცალ­კე ად­გი­ლი, სა­დაც აღ­დგო­მის ხატს და­ვაბ­რძა­ნებთ, მის გვერ­დით კი ის ხატი გა­მო­ვაბ­რძა­ნოთ, რო­მელ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი წმინ­და­ნის ან წმინ­და მოვ­ლე­ნის მოხ­სე­ნი­ე­ბა­ცაა იმ დღეს (თუკი, რა თქმა უნდა, ასე­თი ხატი გვაქვს) და ლოც­ვით მივ­მარ­თოთ, მაგ­რამ არი­ან ისე­თი წმინ­და­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ხში­რად მივ­მარ­თავთ შემ­წე­ო­ბის­თვის, მა­გა­ლი­თად: წმ. გი­ორ­გის, წმ. ნი­ნოს, წმ. ბარ­ბა­რეს, წმ. ნი­კო­ლოზს და ა.შ. ამი­ტომ უნდა ვე­ცა­დოთ, რომ ამ წინ­დან­თა ხა­ტებს ყო­ველ­დღი­უ­რად ვცეთ თაყ­ვა­ნი, რაც მცი­რე მე­ტა­ნი­ით და პირ­ჯვრის გა­მო­სახ­ვი­თაც შე­იძ­ლე­ბა გა­მოვ­ხა­ტოთ. რაც შე­ე­ხე­ბა ამა თუ იმ ხა­ტის­თვის შექ­მნი­ლი ლოც­ვე­ბი­სა და და­უჯ­დომ­ლე­ბის კი­თხვას, სუ­ლი­ერ მო­ძღვარ­თან შე­თან­ხმე­ბი­თა და მისი მი­თი­თე­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით უნდა ვი­კი­თხოთ.


- შე­იძ­ლე­ბა თუ არა, შინ ხა­ტე­ბის წინ ვაკ­მი­ოთ საკ­მე­ვე­ლი?

- ხა­ტე­ბის წინ, საკ­მე­ვე­ლი შე­იძ­ლე­ბა შინ ყო­ველ­დღი­უ­რად ვაკ­მი­ოთ. საკ­მე­ველს ვუნ­თებთ ღმერ­თს კე­თილ­სურ­ნე­ლე­ბის­თვის, რათა გარ­და­მოგ­ვივ­ლი­ნოს სუ­ლიწ­მი­დის მად­ლი, ამას­თა­ნა­ვე საკ­მე­ველს ვან­თებთ იმის­თვი­საც, რომ განვდევ­ნოთ ეშ­მა­კი, რად­გან საკ­მევ­ლის სუნი მის­თვის მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლია.


- რო­გორ იკურ­თხე­ბა ხა­ტე­ბი და რა ძალა აქვს ნა­კურთხ ხატს?

- სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში ხა­ტე­ბის კურ­თხე­ვის სხვა­დას­ხვა წესი არ­სე­ბობს. მა­გა­ლი­თად, იე­რუ­სა­ლიმ­ში ხა­ტე­ბი ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ არ იკურ­თხე­ბა, რად­გან იე­რუ­სა­ლი­მი წმინ­და მი­წაა და იქ ხა­ტე­ბი თვით უფ­ლის მიერ იკურ­თხე­ბა. სა­ბერ­ძნეთ­ში, ათო­ნის მთა­ზე და სხვა წმინ­და ად­გი­ლებ­ში, ხატს, შექ­მნის შემ­დეგ, ორ­მო­ცი დღით სა­კურ­თხე­ველ­ში და­ას­ვე­ნე­ბენ და შემ­დეგ, ხატი ნა­კურ­თხად ით­ვლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს, ხა­ტე­ბის კურ­თხე­ვა ხდე­ბა ღვთის­მსა­ხუ­რის მიერ, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რი ხატ­თა კურ­თხე­ვის ლოც­ვის წარ­მოთ­ქმი­თა და ნა­კურ­თხი წყლის სხუ­რე­ბით აკურ­თხებს ხა­ტებს. კურ­თხე­ვით ხატი ღვთი­უ­რი მად­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი ხდე­ბა.


- რამ­დე­ნად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ხა­ტე­ბის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვა?

- ხა­ტე­ბის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვა აუ­ცი­ლებ­ლო­ბას არ წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ თუკი ადა­მი­ანს ხა­ტის სა­კუ­თარ სა­ხელ­ზე კურ­თხე­ვის სურ­ვი­ლი აქვს, შე­იძ­ლე­ბა აკურ­თხე­ბი­ნოს, თუმ­ცა ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ამ ხა­ტის წი­ნა­შე სხვას არ შე­უძ­ლია ლოც­ვა. ადა­მი­ანს არ ეკ­რძა­ლე­ბა აგ­რეთ­ვე, თა­ვის სა­ხელ­ზე ნა­კურ­თხი ხა­ტის გა­ჩუ­ქე­ბა.


- ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბით, ხატი, რომ­ლის წი­ნა­შეც ვლო­ცუ­ლობთ, მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის ზუს­ტი დაც­ვით უნდა იყოს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, რად­გან სხვა შემ­თხვვა­ში, მას ლოც­ვი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნია. რო­გორ შე­მუ­შავ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კა და რამ­დე­ნად შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ან­მა გა­არ­კვი­ოს არის თუ არა ხატი მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის ზუს­ტი დაც­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი?


- მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ხა­ტის კა­ნო­ნი­კა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, წმინ­და წე­რილ­ზე, სა­ეკ­ლე­სიო გად­მო­ცე­მებ­სა და წმინ­და მა­მა­თა სწავ­ლე­ბებ­ზე დაყ­რდნო­ბით შე­მუ­შავ­და. მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი ხატი, პირ­ველ რიგ­ში თა­ვი­სუფ­ლდე­ბა ყო­ველ­გვა­რი მი­წი­ე­რის­გან; წინა პლან­ზე სუ­ლი­ე­რე­ბაა წა­მო­წე­უ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სხვა კა­ნო­ნი­კურ ნიშ­ნებს, ღვთის­მშობ­ლის ხატი შე­იძ­ლე­ბა, შემ­დე­გი ნიშ­ნე­ბით გა­ვარ­ჩი­ოთ: ყოვ­ლად­წ­მი­და ღვთის­მშო­ბელს ხელ­ზე საღ­მრთო ყრმა ჰყავს გა­მო­სა­ხუ­ლი, იგი იშ­ვი­ა­თად, მარ­ტოც გა­მო­ი­სა­ხე­ბა. გარ­და ამი­სა, ღვთის­მშო­ბელს გა­მო­სა­ხუ­ლი აქვს სამი ვარ­სკვლა­ვი შუბლსა და მხრებ­ზე, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ღვთის­მშო­ბე­ლი იყო ქალ­წუ­ლი - შო­ბამ­დე, შო­ბის დროს და შო­ბის შემ­დეგ. და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი აქვს აგ­რეთ­ვე წმინ­დან­თა ხა­ტებ­საც. მო­ცი­ქუ­ლებ­სა და ღმერ­თის სი­ტყვის მქა­და­გებ­ლებს სა­ხა­რე­ბა ან ქარ­ტია უპყრია ხელთ, მო­წა­მე­ებს - ჯვა­რი, მკურ­ნა­ლებს - წამ­ლის ყუთი და ა.შ. სა­ერ­თოდ, ხატს აქვს უამ­რა­ვი დე­ტა­ლი და ყვე­ლა დე­ტალს თა­ვი­სი სიმ­ბო­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ყვე­ლა დე­ტალ­ზე სა­უ­ბა­რი შე­უძ­ლე­ბე­ლია. თუ რო­მე­ლი­მე ხატი ჩვენ­ში ეჭვს გა­მო­იწ­ვევს, იმის გა­სარ­კვე­ვად, არის თუ არა ის მარ­თლმა­დი­დებ­ლუ­რი კა­ნო­ნი­კის ზუს­ტი დაც­ვით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, უმ­ჯო­ბე­სია, კა­ნო­ნი­კის მცოდ­ნე ადა­მი­ანს შე­ვა­მოწ­მე­ბი­ნოთ.


- აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცხა­დია, ადა­მი­ანს ხა­ტე­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად შექ­მნის უფ­ლე­ბა არა აქვს - ხა­ტის და­ხატ­ვა იქ­ნე­ბა ეს, და­ქარ­გვა თუ სხვა...

- ბუ­ნებ­რი­ვია, ადა­მი­ან­მა ხატი და­მო­უ­კი­დებ­ლად არ უნდა შექ­მნას. უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან ხა­ტე­ბი იქ­მნე­ბა ხატმწერ­თა მიერ. ხა­ტის შექ­მნამ­დე ხატმწე­რი ბევ­რს ლო­ცუ­ლობ­და და მარ­ხუ­ლობ­და. ეს წესი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია დღე­საც, რო­დე­საც ხატი იქ­მნე­ბა, მო­ძღვა­რი ხატმწერს აძ­ლევს ლოც­ვით კა­ნონს, უნიშ­ნავს მარ­ხვას და სხვა, მაგ­რამ დღეს­დღე­ო­ბით, ხატმწე­რი ძა­ლი­ან ცო­ტაა და ყვე­ლა მორ­წმუ­ნი­სათ­ვის ხატმწე­რი ხატს ვერ შექ­მნის, ამი­ტომ დაშ­ვე­ბუ­ლია ლი­თოგ­რა­ფი­უ­ლი გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა­ნი - რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი.


- რა უნდა ვი­ცო­დეთ მი­რონ­მდი­ნარ ხა­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით?

- დღეს ამ სა­კი­თხმა არას­წო­რი მი­მარ­თუ­ლე­ბა მი­ი­ღო. ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი შე­ი­ძენს ხატს, და­აბ­რძა­ნებს შინ და ელო­დე­ბა რო­დის და­ი­წყებს იქი­დან მი­რო­ნი დე­ნას. ეკ­ლე­სი­უ­რი სწვა­ლე­ბით, არ უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ ყუ­რა­დღე­ბა იმას, იც­ვლის თუ არა სა­ხეს ხატი. ხდე­ბა თუ არა რა­ი­მე გა­მო­ცხა­დე­ბა ხა­ტის წინ ლოც­ვის დროს და ა.შ. ეს ხა­ტე­ბის მი­მართ არას­წო­რი მიდ­გო­მაა. თუკი რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოხ­დე­ბა, ღვთის გან­გე­ბით ეს აუ­ცი­ლებ­ლად გა­ცხად­დე­ბა. ჩვე­ნი მო­ვა­ლე­ო­ბაა, დავ­დგეთ ხა­ტის წინ, ვი­ლო­ცოთ, ვე­ამ­ბო­როთ და შემ­წე­ო­ბა ვთხო­ვოთ.


- რო­გორ მო­ვე­პყროთ და­ზი­ა­ნე­ბულ ხა­ტებს?

- და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი შე­იძ­ლე­ბა მი­ვი­ტა­ნოთ და ტაძ­რის ღუ­მელ­ში დავ­წვათ, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხა­ტე­ბი ში­ნაც და­იწ­ვას და სუფ­თა ად­გი­ლას და­ი­მარ­ხოს. თუ ადა­მი­ანს სურ­ვი­ლი და შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს, და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხატი შე­უძ­ლია ხე­ლახ­ლა და­ა­ხატ­ვი­ნოს, აკურ­თხე­ბი­ნოს და სა­ლო­ცავ კუ­თხე­ში და­აბ­რძა­ნოს.


- ზოგ­ჯერ ადა­მი­ა­ნი რე­ლი­გი­ურ და სა­ე­რო ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში მო­თავ­სე­ბულ ხა­ტებს, გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად თუ უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო ვერ მი­ა­გებს სა­თა­ნა­დო პა­ტივს, ხში­რად რე­ლი­გი­ურ გა­ზე­თებს ან სა­ე­რო ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის იმ გვერდს, სა­დაც ხა­ტია გა­მო­სა­ხუ­ლი, ყო­ფი­თი სა­ჭი­რო­ე­ბის­თვის იყე­ნე­ბენ. სჩა­დის თუ არა ცოდ­ვას ადა­მი­ა­ნი ასეთ შემ­თხვე­ვა­ში?

- ბუ­ნებ­რი­ვია, სიწ­მინ­დე­ე­ბი­სად­მი უყუ­რა­დღე­ბო­ბა ადა­მი­ანს ცოდ­ვად ეთ­ვლე­ბა, ამი­ტომ თუ ადა­მი­ა­ნი რე­ლი­გი­ურ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­სა თუ სა­ე­რო ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში და­ბეჭ­დი­ლი ხა­ტე­ბის მი­მართ სა­თა­ნა­დო ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნას ვერ მო­ა­ხერ­ხებს, უმ­ჯო­ბე­სია, ისი­ნი და­იწ­ვას და სუფ­თა ად­გი­ლას და­ი­მარ­ხოს.


- რა ასა­კი­დან უნდა მი­ვაჩ­ვი­ოთ ბავ­შვე­ბი ხა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას?

- ბავ­შვი მო­ი­ნათ­ლე­ბა თუ არა, უნდა ვე­ცა­დოთ, რომ მი­ვაჩ­ვი­ოთ ქრის­ტი­ა­ნულ ცხოვ­რე­ბას, ხა­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იქ­ნე­ბა ეს თუ სხვა.

შო­რე­ნა მერ­კვი­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი