შალვა პაპუაშვილი - ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს, ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს, ვერ გამომიყვანთო, გამოიყვანეს, ვერ შემიყვანთო, შეიყვანეს - მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს, რომელი სიტყვა შეუსრულებიათ

30 May 2021 21:48

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტლებას ეხმაურება, რომლის თანხამადაც პარტია პარლამენტში შედის, თუმცა შარლ მიშელის დოკუმენეტს ხელს არ აწერს.


პაპუაშვილის თქმით, პარტია დოკუმენტსაც მოაწერს ხელს.


„ვერ დამიჭერთო, დაიჭირეს. ვერ გადამიხდითო, გადაუხადეს. ვერ გამომიყვანთო, გამოიყვანეს. ვერ შემიყვანთო, შეიყვანეს. მიშელის დოკუმენტსაც მოაწერენ ხელს. რომელი სიტყვა შეუსრულებიათ, რომ ეს შეასრულონ“, - წერს პაპუაშვილი.


ცნობისთვის, პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შედის, მაგრამ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს ხელს არ აწერს.


ipn.ge




კომენტარები:

ფართი შოპი