ნათია თურნავა - გახარია იყო წარმატებული გუნდის წარმატებული პრემიერ-მინისტრი, რას შეძლებს და რას გააკეთებს გუნდის გარეშე, ეს დიდი კითხვის ნიშანია

30 May 2021 23:13

გიორგი გახარია რას შეძლებს და რას გააკეთებს გუნდის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს დიდი კითხვის ნიშანია, რადგან მან ეს გუნდი საკმაოდ კრიტიკულ მომენტში მიატოვა ,- ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.


როგორც თურნავა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ ამბობს, გახარია იყო წარმატებული გუნდის წარმატებული პრემიერ-მინისტრი.


“სიღრმისეული შეფასების გაკეთება, ალბათ, ნაადრევია. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ დიახ, გახარია იყო წარმატებული გუნდის წარმატებული პრემიერ-მინისტრი. რას შეძლებს და რას გააკეთებს გუნდის გარეშე, რა თქმა უნდა, ეს დიდი კითხვის ნიშანია, რადგან მან ეს გუნდი საკმაოდ კრიტიკულ მომენტში მიატოვა. ვნახოთ, შევხედოთ, დაველდოთ“, - აცხადებს ნათია თურნავა.


ცნობისთვის, 29 მაისს, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრები წარადგინა.პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან როგორც მე-10 მოწვევის პარლამენტის დეპუტატები, ასევე გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის დროს მისი ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თანამშრომლები. პოლიტიკურ გაერთიანებას „საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს სულ 14 წევრი ეყოლება. პარტიის პოლიტსაბჭოში არიან: გიორგი ხოჯევანიშვილი, ნათია მეზვრიშვილი, გიორგი შარაშიძე, კახაბერ ქემოკლიძე, ანა ბუჩუკური, მიხეილ დაუშვილი, ბექა ლილუაშვილი, რუსუდან თევზაძე, ალექსანდრე მოწერელია, ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე, კოტე ანანიაშვილი, გიგა ფარულავა და გიორგი გოგუაძე. პოლიტიკური საბჭოს წევრების გარდა გიორგი გახარიამ პარტიის წევრებიც წარადგინა.„საქართველოსთვის“ წევრები არიან: ლევან დოლიძე, გიორგი აბაშიშვილი, ეკატერინე ვეფხვაძე, დავით ფარცვანია, ლაშა მარკოზაშვილი, ტატა ხვედელიანი, გიორგი კიკნაველიძე და საბა ჯიქიძე.




კომენტარები:

ფართი შოპი