"სულელური შეზღუდვაა კომენდანტის საათი... ადამიანები ყოველთვის იპოვიან გამოსავალს და ეს შეიძლება კატასტროფის მიზეზი გახდეს" - ზურაბ გურული შეზღუდვების საფრთხეებზე

31 May 2021 00:33

აშშ-ში მო­მუ­შა­ვე ქარ­თვე­ლი ექი­მი ზუ­რაბ გუ­რუ­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბულ შე­ზღუდ­ვებ­ზე წერს, სა­დაც კო­მენ­დან­ტის სა­ათს სუ­ლე­ლურ შე­ზღუდ­ვად მო­იხ­სე­ნი­ებს და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა ზა­ფხულ­ში ღია სივ­რცე­ებ­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მოხ­სნის:



"როცა შე­ზღუდ­ვე­ბი ინ­ტე­ლექტს დას­ცი­ნის... გო­ნი­ერ ადა­მი­ა­ნებ­ში ამ­ბო­ხის და­უძ­ლე­ვე­ლი სურ­ვი­ლი გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ იღ­ვი­ძებს" რო­დე­საც ბრძა­ნე­ბის შეს­რუ­ლე­ბა მის ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ შე­უ­რა­ცხყო­ფას იწ­ვევს. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც კო­ვიდ-პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დი ყო­ფი­ლა. მსოფ­ლი­ოს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კას­ტის მიერ შე­მო­ღე­ბულ­მა ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხავ­მა, ხში­რად სრუ­ლი­ად და­უ­სა­ბუ­თე­ბელ­მა და სუ­ლე­ლურ­მა შე­ზღუდ­ვებ­მა არა­ერ­თი პა­სი­უ­რი თუ აქ­ტი­უ­რი პრო­ტეს­ტი გა­მო­იწ­ვია. ეს შე­ზღუდ­ვე­ბი მრა­ვა­ლი მი­ზე­ზით იყო გა­პი­რო­ბე­ბუ­ლი; ძი­რი­თა­დათ გა­ურ­კვევ­ლო­ბი­თა და ვირუ­სის ბუ­ნე­ბის არას­რულ­ყო­ფი­ლი ცოდ­ნით; საკ­მა­ოდ ხში­რად უბ­რა­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი კო­ნი­უნ­ქტუ­რით. 


ამ პრო­ტეს­ტე­ბის და ინ­სტიქ­ტუ­რი ამ­ბო­ხის გამო, გო­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად აბ­სო­ლუ­ტუ­რად უაზ­როდ იქ­ცე­ოდ­ნენ და იქ­ცე­ვი­ან, რაც სა­ბო­ლო­ოდ ძა­ლი­ან კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი და უბ­რა­ლოდ სა­ში­შია. ბოლო დრო­ინ­დე­ლი კო­მი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ამე­რი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის ან­გა­რიშ­ზეა, რო­მელ­მაც და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში აც­რი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის ნი­ღა­ბის ტა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­ა­უქ­მა. გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იმ­დე­ნად სუ­ლე­ლუ­რი იყო, ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და სა­მე­დი­ცი­ნო ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მი­მართ უკი­დე­გა­ნოდ ლო­ი­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბიც კი აღაშ­ფო­თა.


აბ­სო­ლუ­ტუ­რი უაზ­რო­ბაა, მა­გა­ლი­თად, ღია სივ­რცე­ში ნი­ღა­ბის ტა­რე­ბა, თუ ადა­მი­ა­ნი მარ­ტოა, სა­კუ­თა­რი ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თა­დაა, ან მი­ნი­მუმ ორი მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი­სა­გან. ეს უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია რო­გორც ემ­პი­რი­უ­ლად, ასე­ვე მეც­ნი­ე­რუ­ლა­დაც. მსგავ­სი სუ­ლე­ლუ­რი შე­ზღუდ­ვა მარ­თე­ბულ პრო­ტესტს იწ­ვევს და შემ­დეგ ეს პრო­ტეს­ტი და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ზეც ვრცელ­დე­ბა, სა­დაც ნი­ღა­ბის ტა­რე­ბა გო­ნივ­რუ­ლი და სა­სურ­ვე­ლია. ანა­ლო­გი­უ­რი სუ­ლე­ლუ­რი შე­ზღუდ­ვაა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თიც, რომ­ლის გა­ხან­გრძლი­ვე­ბულ გა­მო­ყე­ნე­ბას სა­სო­წარ­კვე­თილ სიბ­რა­ზემ­დე და დეპ­რე­სი­ამ­დე მიჰ­ყავს ადა­მი­ა­ნი. თუ ხან­მოკ­ლე პე­რი­ო­დი­სათ­ვის კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი ეფექ­ტუ­რია, უაზ­როდ გაგ­რძე­ლე­ბი­სას ძა­ლი­ან კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლი ხდე­ბა, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი და­უ­ღა­ლა­ვად ფიქ­რო­ბენ გა­მო­სა­ვალ­ზე და მო­ნატ­რე­ბულ ურ­თი­ერ­თო­ბებს კონ­სპი­რა­ცი­ულ პი­რო­ბებ­ში, ბევ­რად უფრო სა­შიშ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ახორ­ცი­ე­ლე­ბენ. შე­ზღუდ­ვე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ატა­რებ­დეს დი­ნა­მი­ურ ხა­სი­ათს და მაქ­სი­მა­ლუ­რად ლო­გი­კუ­რი უნდა იყოს, რათა სა­ბო­ლო­ოდ უფრო მეტი ვნე­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ოს, ვიდ­რე სარ­გე­ბე­ლი. თუ შე­ზღუდ­ვე­ბი გა­ხან­გრძლივ­და, ადა­მი­ა­ნის გო­ნე­ბა ავ­ტო­მა­ტუ­რად იწყებს გა­მო­სა­ვა­ლის მო­ძებ­ნას და პო­უ­ლობს კი­დეც.


2020 წლის 12 დე­კემ­ბერს, ეს­პა­ნეთ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო ექ­სპე­რი­მენ­ტი ჩა­ტარ­და, რო­მელ­შიც 18-დან 59 წლის ასა­კის 960 ჯან­მრთე­ლი მო­ხა­ლი­სე მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყო­ველ­გვა­რი სის­ტე­მის გა­რე­შე გაჰ­ყვეს ორ ჯგუ­ფად. ერთი ჯგუ­ფი, 465 ადა­მი­ა­ნი, და­ეს­წრო 5-სა­ა­თი­ან კონ­ცერტს, რო­მე­ლიც და­ხუ­რულ სივ­რცე­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და; მე­ო­რე ჯგუ­ფი კი, 495 ადა­მი­ა­ნი, სა­კონ­ტრო­ლო ჯგუფს წარ­მო­ად­გენ­და და ისი­ნი სახ­ლში გა­უშ­ვეს. ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ექ­სპე­რი­მენ­ტამ­დე 12 სა­ა­თით ადრე შე­მოწ­მე­ბუ­ლი იქნა კო­ვიდ­ზე რო­გორც სწრა­ფი ან­ტი­გე­ნის ტეს­ტით, ასე­ვე PCR ტეს­ტი­თაც, რათა ყალ­ბი ნე­გა­ტი­უ­რი შე­დე­გი გა­მო­რი­ცხუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო. კონ­ცერ­ტზე ჩა­ტარ­და ტემ­პე­რა­ტუ­რუ­ლი სკრი­ნინ­გი და ყვე­ლა დამ­სწრე ატა­რებ­და N95 ნი­ღაბს. 


დარ­ბაზ­ში არ იყო და­ცუ­ლი არა­ვი­თა­რი სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცია და მო­ნა­წი­ლე­ებს უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ ეცეკ­ვათ და ემ­ღე­რათ. დარ­ბაზ­ში 20 გრა­დუ­სი მუდ­მი­ვი ტემ­პე­რა­ტუ­რა იყო და ყვე­ლა კარი ღია, ვენ­ტი­ლა­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად. კონ­ცერ­ტი­დან 8 დღის შემ­დეგ, მო­ნა­წი­ლე­ებ­სა და სა­კონ­ტრო­ლო ჯგუფ­საც, ისევ ჩა­უ­ტარ­დათ ტეს­ტი­რე­ბა. სა­კონ­ტრო­ლო ჯგუ­ფის 2 მო­ნა­წი­ლეს აღ­მო­აჩ­ნდა კო­ვი­დი; 


ორი­ვეს მსუ­ბუ­ქი ფორ­მით. კონ­ცერ­ტზე დამ­სწრე­თა ექ­სპე­რი­მენ­ტულ ჯგუფ­ში კი, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ვის. ეს ექ­სპე­რი­მენ­ტი მშვე­ნი­ე­რი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში მა­სი­უ­რი თავ­შეყ­რე­ბიც შე­იძ­ლე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაფრ­თხო იყოს.


მსოფ­ლი­ოს ძა­ლი­ან გა­უ­მარ­თლა, რომ ოლიმ­პი­ა­და წელს ია­პო­ნი­ა­ში იმარ­თე­ბა და არა, რო­მე­ლი­მე უდის­ციპ­ლი­ნო ქვე­ყა­ნა­ში. დიდი ალ­ბა­თო­ბით, ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ არა­ნა­ირ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ აფეთ­ქე­ბას არ ექ­ნე­ბა ად­გი­ლი. შე­სა­ბა­მი­სი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი დის­ციპ­ლი­ნის მიღ­წე­ვა მხო­ლოდ ორი სა­ხით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, ხის­ტი ძა­ლით, ან მა­ღა­ლი სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბით. ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბი გარ­კვე­უ­ლი ხნის შემ­დეგ კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია, ცხა­დია თუ სას­ტიკ ავ­ტო­რი­ტა­რულ რე­ჟიმ­თან არ გვაქვს საქ­მე; 


მა­შინ, რო­დე­საც სა­მო­ქა­ლა­ქო შეგ­ნე­ბის ამაღ­ლე­ბა პი­რი­ქით, სულ უფრო გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბულ დის­ციპ­ლი­ნას გა­ნა­პი­რო­ბებს, რად­გან ადა­მი­ა­ნე­ბი ნე­ბა­ყოფ­ლო­ბით, შეგ­ნე­ბუ­ლად იცა­ვენ წეს­რიგს. იმედა, ქარ­თუ­ლი ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რიც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს ამ მარ­ტივ აქ­სი­ო­მას და არ მოს­თხოვს ადა­მი­ა­ნებს ღია სივ­რცე­ში, ზა­ფხუ­ლის პა­პა­ნა­ქე­ბა­ში ნი­ღა­ბის ტა­რე­ბას, ან და­უს­რუ­ლებ­ლად არ გა­აგ­რძე­ლებს უკვე ძა­ლა­დო­ბა­ში გა­და­სულ კო­მენ­დან­ტის სა­ათს. სა­მა­გი­ე­როდ, სრუ­ლი უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, მთე­ლი სიმ­კაც­რით მო­ი­თხო­ვოს გო­ნივ­რუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი და­ხუ­რულ სივ­რცე­ებ­ში.


გახ­სოვ­დეთ, ძა­ლა­დო­ბა ყო­ველ­თვის კონ­ტრპრო­დუქ­ტი­უ­ლია, გა­მო­ნაკ­ლი­სის გა­რე­შე. ნუ შე­უ­რა­ცხყოფთ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ტე­ლექტს, ისი­ნი ყო­ველ­თვის იპო­ვი­ან გა­მო­სა­ვალს და ეს გა­მო­სა­ვა­ლი სა­ბო­ლო­ოდ ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს".


ამბები .ge




კომენტარები:

ფართი შოპი