ფერმერებთან გამართული შეხვედრებისას აგრარული მიმართულებით განვითარების შესაძლებლობები განიხილეს

31 May 2021 11:17

აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფმა,  ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ფერმერებთან შეხვედრები გამართა.


ვიზიტის ფარგლებში დაათვალიერეს USAID-ის და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო პირველადი და გადამამუშავებელი საწარმოები.


მოინახულეს თხილის საშრობი და საწყობი ცენტრი, ასევე, მარწყვის სათბურები, სადაც მოსავალს უწყვეტად იღებენ და საქართველოს მასშტაბით ქსელურ მაღაზიებსა და საკონდიტრო საწარმოებს ამარაგებენ. სამუშაო ჯგუფის წევრები ესტუმრნენ ლოკოკინების ფერმას, რომელიც ცოცხალი ლოკოკინის ექსპორტს იტალიაში ახდენს.


ფერმერების მიერ გამოთქმული მოსაზრებები თემატური მოკვლევის დასკვნით რეკომენდაციებში აისახება.


შეხვედრებში მონაწილეობდნენ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ჩიქოვანი და თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის წევრები.





კომენტარები:

ფართი შოპი