''სახლებს ვაშენებდი და მერე ცოლებს ვუტოვებდი... ოფიციალურად ჯვრისწერა და ხელმოწერა მქონდა - ოთხი, ან სამი, არ მახსოვს..." - მიშა გომიაშვილი პირადზე

31 May 2021 11:52

მსა­ხი­ო­ბი მიშა გო­მი­აშ­ვი­ლი, ტე­ლე­კომ­პი­ა­ნია "ფორ­მუ­ლას", გა­და­ცე­მა "ყვი­თელ ყუთ­ში" პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ "ოფი­ცი­ა­ლუ­რად, სამი, ან ოთხი ცოლი ჰყავ­და, თო­რემ არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ვის­თა­ნაც უცხოვ­რია, შე­იძ­ლე­ბა ათზე მეტი და­უთ­ვა­ლონ".


"სახ­ლებს ვა­შე­ნებ­დი და მერე გზა­დაგ­ზა ცო­ლებს ვუ­ტო­ვებ­დი, ჰობი მაქვს ასე­თი, ვი­ღა­ცა მარ­კებს აგ­რო­ვებს, ვი­ღა­ცა მან­ქა­ნებს... მე მიყ­ვარს, სახ­ლე­ბი და­ვუ­ტო­ვო ცო­ლებს. სხვა­თა შო­რის, არ­ცთუ ისე ბევ­რი ცოლი მყავ­და, ვიცი ხალ­ხი, ვი­საც ჩემ­ზე ბევ­რი ცოლი ჰყავ­და. ოთხი ცოლი მყავ­და. ყო­ფი­ლა, ორი-სამი წელი მი­ცხოვ­რია ქალ­თან და ვამ­ბობ­დი, რომ ის ცო­ლია. დღე­ვან­დელ დღეს რომ ყო­ფი­ლი­ყო ეს ამ­ბა­ვი, თა­ვი­სუფ­ლად ვი­ტყო­დი, რომ ეს ჩემი საყ­ვა­რე­ლია. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც ამას ქალ­ზე ვერ იტყო­დი, ძა­ლი­ან შე­იც­ვა­ლა დრო... სტა­ტუ­სი უნდა ყოფ­ლი­ყო ცო­ლის, ქალს უფრო უფრთხილ­დე­ბო­დი და მა­გი­ტომ მი­წევ­და ამის თქმა, თო­რემ ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჯვრის­წე­რა და ხელ­მო­წე­რა მქონ­და-ოთხი. მო­ი­ცა, არ მახ­სოვს, ან სამი, ან ოთხი ხე­ლის მო­წე­რა მქონ­და.


ყვე­ლა­ზე დიდი ხანი, უკვე მე­თერ­თმე­ტე წე­ლია, ქე­თის­თან ვარ, ბოლო გა­ჩე­რე­ბაა, მო­მა­ტე­ხა ფრთე­ბი, რომ ვე­ღარ ავფრინ­დე და მეც ამას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით ვღე­ბუ­ლობ", - გა­ნა­ცხა­და მსა­ხი­ობ­მა.


წამ­ყვა­ნის რეპ­ლი­კა­ზე, „ჯან­მრთე­ლო­ბაც აღარ გი­წყობს ხელს“, გო­მი­აშ­ვილ­მა უპა­სუ­ხა: „არა გე­ნაც­ვა­ლე, ძა­ლი­ან გთხოვთ, არ გინ­დათ, გული მქონ­და ცუ­დად, სხვა რამე კი არა... ინ­ფარ­ქტი მქონ­და, თო­რემ მშვე­ნივ­რად ვგრძნობ თავს“.


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი