ელისო კილაძე ოპოზიციას აუმხედრდა: "დღეს დილიდან მორჩა..."

31 May 2021 13:01

ელისო კილაძემ, მას შემდეგ, რაც ოპზიციამ (ნაციონალური მოძრაობის ჩათვლით) პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, ახალი მიმართვა გამოაქვეყნა:


“არჩევნები გაყალბდა! ოპოზიციამ ხმები ვერ დაიცვა!


ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით დაიწყეს და ბიძინას კომფორტის ზონის დარღვევით დაასრულეს!


ცხრა წელი თავი მქონდა გადადებული(ოჯახიც), ამ ბრძოლაში ვიყავი მხოლოდ მეგობრებთან ერთად და მათ იმედად !


ჩემი ბრძოლა გრძელდება, თქვენს ბრძოლას დასრულებულად ვთვლი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე თანაზომადად ხართ პასუხისმგებელი ქართულ ოცნებასთან ერთად!


მორჩა, დღეს დილიდან აღარ ვარ ოპოზიციის გულშემატკივარი-ისეთივე კრიტიკის ობიექტები იქნებით როგორც ქოცები, ჩემთვის პოლიტიკა პრინციპებია და არა ერთი ადგილის თამაში! გმადლობთ, ნახვამდის”, – დაწერა კილაძემ.





კომენტარები:

ფართი შოპი