ვახტანგ გომელაური: „ვირუსთან ბრძოლისას განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში“

31 May 2021 13:21

შინაგან საქმეთა სამინისტრო დღეს პოლიციელის პროფესიულ დღეს აღნიშნავს.


შინაგან საქმეთა მინისტრმა ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა.


ვახტანგ გომელაური სიტყვით გამოსვლისას პანდემიის პირობებში პოლიციის საქმიანობას შეეხო და აღნიშნა, რომ ამ პერიოდში პოლიციის მიზანმიმართულ და ეფექტიან მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის. „გასული წლის გაზაფხულიდან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა დანაყოფისთვის  ახალი გამოწვევებით სავსე პერიოდი დაიწყო. ათასობით


თანამშრომელი 24 საათის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა  და ამჟამადაც ამ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ვირუსთან ბრძოლისას განსაკუთრებით გამოიკვეთა პოლიციის როლი და მნიშვნელობა ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში.


ჩვენ მიერ გადადგმული თითოეული ნაბიჯი კარგად ნაფიქრი, გააზრებული და სწორად დაგეგმილი იყო. ამ ვითარებაში პოლიციის მიზანმიმართულ და ეფექტიან მუშაობას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა საზოგადოებრივი წესრიგის, ადამიანების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვისათვის.

პანდემიით გამოწვეული სირთულეების მიუხედავად, ჩვენ ერთი წუთით არ შევფერხებულვართ კრიმინალთან უკომპრომისო ბრძოლაში. მთელი ამ პერიოდისგანმავლობაში, სამინისტროს ყველა დეპარტამენტი ეფექტიანად მოქმედებდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.




კომენტარები:

ფართი შოპი