ვახტანგ გომელაური - მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას პარლამენტში - გარეთ ყოფნას და აქციებს სჯობს შიგნით იყვნენ, შიგნით იკამათონ და იმსჯელონ

31 May 2021 14:35

უფრო ჯანმრთელი მიდგომაა პოლიტიკისთვის, ვიდრე გარედან მიტინგების და არეულობების მოწყობა, - ასე ეხმაურება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანოში შესვლასთან დაკავშირებით.


როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ამ გადაწყვეტილებას მიესალმება.


„მივესალმები „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას [პარლამენტში]. ეს ძალიან კარგია. გარეთ ყოფნას და გარეთ აქციების ტარებას სჯობს შიგნით იყვნენ და შიგნით იკამათონ, იმსჯელონ. ეს უფრო კარგი იქნება, უფრო ჯანმრთელი მიდგომაა პოლიტიკისთვის, ვიდრე გარედან მიტინგების და არეულობების მოწყობები“, - განაცხადა გომელაურმა.




კომენტარები:

ფართი შოპი