ჩინეთში ოჯახებს სამი შვილის ყოლის უფლება მისცეს

31 May 2021 15:58

ჩინეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ოჯახებს სამი შვილის ყოლის უფლება მიეცა. ამით მრავალი წლის განმავლობაში არსებული ორშვილიანი პოლიტიკა დასრულდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.


შესაბამისი გადაწყვეტილება ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტბიურომ მიიღო და ის ქვეყნის ლიდერმა სი ძინპინმა დაამტკიცა.


გადაწყვეტილება იმის შემდეგ იყო მიღებული, რაც ჩინეთში ჩატარებულმა მოსახლეობის აღწერამ ბოლო ათწლეულში მოსახლეობის ზრდის ტემპების მკვეთრი შემცირება დააფიქსირა.


ჩინეთის მოსახლეობა ამჟამად 1,41 მლრდ ადამიანს შეადგენს. ჩინეთი მოსახლეობის რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი