პარლამენტში რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების გეგმაზე იმსჯელეს

31 May 2021 16:10

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრებმა რუსთავის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმის მონიტორინგის ანგარიში მოისმინეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გამწვანების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და  სატრანსპორტო პროექტებზე.

 

„კოვიდ პანდემიის გამო მუნიციპალიტეტში გარკვეული გამოწვევებია. ვფიქრობთ, დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობით და სხვადასხვა აქტივობებით შევძლებთ ამის მოგვარებას“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

 

შეხვედრაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის მერი, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო ჯგუფები მონაწილეობდნენ.

 

„პროგრესი თვალსაჩინოა, მაგრამ აუცილებელია კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა განსაკუთრებით სამრეწველო სექტორთან“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა ნოე მეგრელიშვილმა.

 

შეხვედრა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრების, ნინო ლაცაბიძის და ალექსანდრე დალაქიშვილის ინციატივით გაიმართა.

 




კომენტარები:

ფართი შოპი