ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს“ მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ იმსჯელეს

31 May 2021 17:13

საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს ეროვნული ანგარიშის განხილვის შედეგად საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების“ პროექტი საქართველოსთვის 285 რეკომენდაციას მოიცავს.


განხილვისას ყურადღება გამახვილდა ოკუპირებული ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მძიმე მდგომარეობის თვალსაზრისით რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხზე, ასევე წარდგენილ იქნა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლითაც დადგინდა რუსეთის პასუხისმგებლობა საქართველოს მოსახლეობის მიმართ ჩადენილ მასობრივ დარღვევებზე.


საპარლამენტო განხილვის შემდეგ, ანგარიშის საბოლოო ვერსია „გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს“ 2021 წლის 7 ივნისამდე უნდა გაეგზავნოს.


პროექტი დეპუტატებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ გააცნო.

 



კომენტარები:

ფართი შოპი