ელისო ბოლქვაძე: აუდიოვიზუალური სფეროს რეფორმების თვალსაზრისით ფრანგული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია

31 May 2021 17:18

კულტურის კომიტეტში აუდიოვიზუალური თანამშრომლობის რეგიონულ ატაშესთან - გილენ ვიდალ-ჟიროსთან ონლაინ ფორმატის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი აუდიოვიზუალური პროექტები განიხილეს და სექტორის ამჟამინდელ მდგომარეობაზე იმსჯელეს. ყურადღება გამახვილდა ქართულ-ფრანგული ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.


„უახლოეს მომავალში გილენ ვიდალ-ჟირო ესტუმრება საქართველოს და წარმოადგენს წერილობით პროექტს, თუ როგორ შეიძლება ექსპერტები ჩაერთონ ქართული ფილმის განვითარებაში. ფრანგული გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების იმ ნაწილში, რომელიც ამ მიმართულებას ითვალისწინებს“, -განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ.


შეხვედრას საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიეგო კოლასი, მრჩეველი თანამშრომლობისა და კულტურულ ღონისძიებათა საკითხებში და ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე და კულტურისა და კომუნიკაციის საკითხებში პასუხისმგებელი პირი სალომე მურვანიძე ესწრებოდნენ.

 



კომენტარები:

ფართი შოპი