ირაკლი ქარსელაძე - ეკონომიკური განვითარების კუთხით, წინა პერიოდისგან განსხვავებით, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი

31 May 2021 18:17

ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი იმედის მომცემი 45%-მდე ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 8 %-ზე მეტია კუმულატიური, 4 თვის საშუალო მაჩვენებელი, ეს უპრეცედენტო შედეგია, რომელიც სწორად წარმართულმა პროცესებმა განაპირობა, - ამის შესახებ, დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.


„ეს შედეგეი განაპირობა სტაბილურობამ, მათ შორის პოლიტიკურმა სტაბილურობამ, კანონის უზენაესობის დაცვამ და ყველა იმ გეგმაზომიერმა გადაწყვეტილებამ, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში სახეზე გვაქვს. ინფრასტრუქტურული განვითარების თვალსაზრისით, ბუნებრივია, ეს ნიშნავს მეტ შესაძლებლობებს.  ეკონომიკური ზრდა მნიშნელოვანია იმ სუბიექტებისათვის, რომლებიც ჩართული არიან სხვადასხვა პროექტში, ისევე როგორც განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ინვესტორებისთვის. ზოგადად, გაცილებით ჯანსაღი და პერსპექტიულია მომავალი, განსხვავებით წინა პერიოდისგან, ვგულისხმობ 2020 წელს და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს,“ - აღნიშნა ირაკლი ქარსელაძემ.




კომენტარები:

ფართი შოპი