არ ჯობია მოვკვდეთ და 2-3 ცრემლს დაგავწვეთებენ ზედ?! - ნათელაშვილი

31 May 2021 19:16

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი, შალვა ნათელაშვილი ოპოზიციას კიდევ ერთხელ მოუწოდებს გადავიდნენ ისევ ბოიკოტის რეჟიმში. ამ თემაზე მან გადაცემა "დღის სტუმარში" ისაუბრა და განაცხადა, რომ ბოიკოტის გარეშე ოპოზიციასთან რაიმე ტიპის კონსულტაციებს გამორიცხავს.

"პარლამენტში შესვლაზე საუბარი ზედმეტია, ლეიბორისტული პარტია არასდროს შევა იმ პარლამენტში, რომელიც ხალხის ცოდვით, გაყალბებით, დანაშაულით არის არჩეული. შევდივარ ჩემი კოლეგების მდგომარეობაში, რომლებიც შევლენ პარლამენტში და დაიმსახურებენ ელისაშვილის ირონიულ გამოხედვას და მეგრელიშვილის ღადაობას, რათ გვინდა ეგეთი დეპუტატობა და ეგეთი სტატუსი, ამას არ  ჯობია მოვკვდეთ და 2-3 ცრემლს დაგავწვეთებენ ზედ და ვიღაცას გული დასწყდება", - თქვა შალვა ნათელაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში.

ნათელაშვილის განცხადებით, შეცდომების გამოსწორება გვიანი არაა და პარლამენტში შესულ ოპოზიციას უკან გამოსვლა ისევ შეუძლია.




კომენტარები:

ფართი შოპი