პარლამენტში გიორგი ვაშაძე და ლევან იოსელიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

31 May 2021 20:19

პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე და „მოქალაქეების" დეპუტატი, ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. დერეფანში კამათის დროს ვაშაძემ იოსელიანს „უზრდელი" უწოდა.


„წესიერად ილაპარაკე ხმას ნუ უწევ, ქუჩაში კი არ ხარ, პარლამენტში ხარ",- მიმართა ვაშაძემ იოსელიანს.

შეკამათება დეპუტატებს მას შემდეგ მოუვიდათ, რაც ბიუროს სხდომა დატოვეს.


ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დეპუტატებს „სტრატეგია აღმაშენებლის" საკანონმდელო ინიციატივა წარედგინა, რომელიც პენსიებზე საპროცენტო განაკვეთის დაწევას ითვალისწინებს. მსგავსი ინიციატივა ჰქონდათ „მოქალაქეებსაც", რასთან დაკავშირებითაც პარლამენტში საკომიტეტო განხილვაც შედგა. კითხვაზე, ხომ არ უკავშირდებოდა შეკამათება კანონპროექტს, ვაშაძე ამბობს, რომ არა, თუმცა, დაპირისპირების მიზეზსაც არ ასახელებს.




კომენტარები:

ფართი შოპი