2 შეზღუდვა რომელიც ხვალიდან მოიხსნება

31 May 2021 21:07

1-ლი ივნისიდან კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას მოქმედი შეზღუდვა სრულად მოიხსნება და მათ საშუალება ექნებათ, სტუმრები დახურულ სივრცეში მიიღონ. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ძალაში რჩება შეზღუდვა ისეთი სოციალური ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით, რომლებიც უკავშირდება ქორწილს, ქელეხს და ბანკეტს.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო სახმელეთო საზღვრებს პირველი ივნისიდან გახსნის.


აღნიშნულის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის ხელმძღვანელმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.





კომენტარები:

ფართი შოპი