"მე საკუთარი შვილები მოვაცილე­ ამ მახინჯ სისტემას და სამი წელია, სკოლაში აღარ ვუშვებ"

01 Jun 2021 00:10

"ჩვენი სასკოლო სისტემა ისეა აწყობილი, რომ ბავშვებს 12 წელი ვაწამებთ. მათ მორჩილებას ვაჩვევთ, წარუმატებელი­ ფსიქიკით ვზრდით. საბჭოთა კავშირში თუ მორჩილი არ იქნებოდი, შეიძლებოდა­ სახელმწიფოს მოეკალი. დღესაც საბჭოთა სისტემა გვაქვს. ხორცის საკეპ მანქანაში ვატარებთ ყველას, რომ ერთნაირი პროდუქტი მივიღოთ. ბავშვები ვერასოდეს იქნებიან ერთნაირი, უბრალოდ, შეიძლება ერთნაირად გავაუბედუროთ სხვადასხვა­ ნიჭის ადამიანები..."



პარლამენტარ ვახტანგ (ვახო) მეგრელიშვილს, "გირჩის" ერთ-ერთ ლიდერს, ძალიან საინტერესო­ ცხოვრების გზა გაუვლია, ბევრ საპასუხისმგებლო თანამდებობაზეც უმუშავია­. 49 წლის დეპუტატი უკვე აქტიურადჩაერთო საკანონმდებლო საქმიანობაში. ის განათლების კომიტეტის წევრია და მისი მთავარი ამოცანა განათლების სისტემის რეფორმაა. დეპუტატის მეუღლე, პროფესიით იურისტი მაია ჩხარჩხალია ახლა დროს შვილების აღზრდას უთმობს. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თურმე დეპუტატის სამი შვილი, სამი წელია, სკოლაში არ დადის, არადა, წლების წინ ვახო მეგრელიშვილმა მეგობართან ერთადთბილისში ყველაზე ცნობილი ნიუტონის თავისუფალი სკოლა დააარსა და ამ სკოლის დირექტორიც იყო. რატომ გადაწყვიტა მან სკოლიდან შვილების გამოყვანა, ან რა გზა გაიარა დეპუტატობამდე? ამ და ბევრ სხვა საინტერესო ამბავს მისი ინტერვიუდან შეიტყობთ.



- სტანდარტული ბავშვობა მქონდა.­ დედა მასწავლებელია, მამა - ინჟინერი.­ კარგი მოსწავლე ვიყავი, მედალოსნები რომ არიან, ისეთი, მაგრამ მედალი არ ამიღია. ჩემმა მშობლებმა­ გადაწ­ყვიტეს, ექიმი გამოვსულიყავი და მეც დავემო­რჩილე. რუსეთში ვსწავლობდი სამედი­ცინოზე. იმ პერი­ო­დში საბჭოთა კავშირი­ დაიშალა, ამიტომ მეოთხე კურსზე საქართველოში დავბრუნდი­ და სამედიცინო უნივერისტეტში­ დავასრულე სწავლა. აფხაზეთის ომი და ყველა­ უბედ­ურება მაშინ მოხდა. სტუდენტმა ბიჭმა საავადმყოფოში დავიწყე მუშაობა,­ რადგან­ ექიმები ბევრნი არ იყვნენ და სტუდენტებს­ გვტოვებდნენ დაჭრილებთან. სრული საგიჟეთი იყო, ქვეყანა ინგრე­ოდა, საავადმყოფ­ოებში მომარაგება არ იყო, პაციენტებს თავად­ მოჰქონდათ მედიკამენტები.


fb

ქუჩაში "მხედრიონელები"­ დარბოდნენ. მქონია შემთხვევები, მორიგეობის დროს მოსულან შეიარაღებულები, ჩვენი­ დაჭრილი მეგობარი ხვალ დილით ცოცხალი­ რომ არ დაგვხვდეს, მოგკლავთო...


ორდინატურა ზოგად ქირურგიაში გავაგრძელე და მერე წავედი მშობლიურ თელავში ექიმად. ნაცნობი იყო მთავარი ექიმი და მან დამაწყებინა მუშაობა, მაგრამ ექვს თვეში თავი დავანებე ექიმობას.



- რატომ?

- მაშინ სამუშაოს დაწყება 5.000 დოლარი ღირდა. ჩემთვის მორალურად მიუღებელი იყო ის, რაც ჯანდაცვაში ხდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, ამერიკაში წავსულიყავი და იქ მესწავლა რეზიდენტურაში. მუშაობას თავი დავანებე, მაგრამ ამერიკაში­ ვერ წავედი - ვიზა არ მომცეს და ასე დავრჩი საქართველოში. არ ვიცოდი, რა მეკეთებინა და რჩევისთვის მივედი პროფესორ ლადო ჭიპაშვილთან, რომელიც პარლამენტის ჯანდაცვის ქვეკომიტეტის თავმჯდომარე იყო. მან შემომთავაზა, თუ გინდა ჩემი თანაშემწე იყავიო. ასე აღმოვჩნდი პარლამენტში. ლადომ მომცა წასაკითხად კანონპროექტები და დოკუმენტაცია, რაც ჯანდაცვის კომიტეტში მოდიოდა. ყველაფერს ვეცნობოდი და რეზიუმეს ვაკეთებდი. პარლამენტიდან შემოსავალი არ მქონდა, მაგრამ მქონდა ინფორმაციები, რაც მერე ძალიან დამეხმარა. მივხვდი, რომ ამ ცხოვრებაში სხვა გზებიც არსებობდა­ - დავაფუძნე არასამთავრობო ორგანიზაცია და გრანტიც მივიღე. იუსტიციის მინისტრად მიხეილ სააკაშვილი რომ დაინიშნა, მან კონკურსი გამოაცხადა. ეს იყო პირველი­ შესაძლებლობა, ღია კონკურსით საჯარო სამსახურში მივსულიყავი. ასე აღმოვჩნდი ბიუროკრატიაში. ჩვენს დეპარტამენტს პატიმრების ჯანდაცვა ევალებოდა. გადაჭედილი იყო ციხეები. მეხუთე იზოლატორი მაშინ დავანგრიეთ. ჯანდაცვის სისტემაში­ საშინელება ხდებოდა, მაგრამ მე არაფრის შეცვლა არ შემეძლო. გავიცანი პატიმრები­ და, ფაქტობრივად, ერთ წელიწადში იქ უნივერსიტეტი დავამთავრე. მივხდი, სისტემამ როგორი ბოროტი შედეგი შეიძლება­ გამოიღოს,­ თურმე რა მდგომარეობაში ვაქცევთ ადამიანებს. ციხის რეალური ცხოვ­რება დავინახე. ახალგაზრდა ვიყავი და გულუბრყვილოდ შემეძლო იმ პრობლემებზე ხმამაღლა მელაპარაკა. სააკაშვილს შევთავაზე,­ დაეხურა ციხის საავადმყოფო, ე.წ. რეზბალნიცა­ და პატიმრების მკურნალობა ჩვეულებ­რივ დაწესებულებაში გაგრძელებულიყო, რადგან­ იქ იმაზე მეტი თანხა იხარჯებოდა,­ ვიდრე ჩვეულებრივ საავადმყოფოებში. ქურდებს თავიანთი აპარტამენტები ჰქონდათ - ჩვეულებრივი სანატორიუმი იყო მოწყობილი.



- მიშა სააკაშვილმა მოგისმინათ?

- მიშამ მომისმინა, იდეაც მოეწონა, მაგრამ მაშინ სისტემას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს ამ მიმართულებით. იუსტიციის სამინისტროში ერთი წელი ვიმუშავე, მერე სააკაშვილი წავიდა და ხელმძღვანელობაც შეიცვალა. იმ პერიოდში იქ მიშა ფულს არ აკეთებდა, როგორც მინისტრი, კორუფციაში ჩართული არ იყო, მაგრამ როგორც­ კი ახალი მინისტრი მოვიდა, კლიმატი შეიცვალა და ჩემთვის გასაგები გახდა, რომ ის სისტემა, რომელიც აწყობილი იყო კორუფციაზე, ასევე გააგრძელებდა... იIუსტიციის სამინისტროდან წამოსვლის შემდეგ, ისევ ჩემს არასამთავრობო­ ორგანიზაციაში დავბრუნდი. იქიდან ვიღებდი შემოსავალს, თორემ იუსტიციაში ხელფასი 39 ლარი მქონდა. ორი წელი არასამთავრობო ორგანიზაციაში სხვადასხვა­ დონორის დაფინანსებული პროექტები მქონდა... 2003 წელს მოხდა "ვარდების რევოლუცია", ლადო ჭიპაშვილი სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის გენდირექტორად დაინიშნა და მან წამიყვანა მოადგილედ. მეორედ აღმოვჩდი ბიუროკრატიაში, ამჯერად - უფრო მაღალ თანა­მდებობაზე. ფონდში შევარდნაძის ეპოქის­ ყველა პრობლემა იყრიდა თავს. 18-24 თვე აგვიანებდა 14-ლარიანი პენსიები. იმ ფონდში მივედი, სადაც ინვალიდების ფულს იპარავდნენ და კორუფცია იყო გამეფებული.


იქ გავიგე, რა იყო გასაკეთებელი... ამის მერე მალე ჭიპაშვილი ჯანდაცვის მინისტრად გადაიყვანეს და იქაც მის მოადგილედ წავედი. უკვე ისეთ თანამდებობაზე ვიყავი, შემეძლო რაღაცები შემ­ეცვალა. დიდი პროექტი, რომელიც 2004 წელს გავაკეთეთ მინისტრთან და ზურაბ ჟვანიასთან ერთად, იყო სიღარიბის პროგრამა. ეს ჩემი ინიციატივა გახლდათ, რასაც უნდა შემოეტრიალებინა სიტუაცია, დავხმარებოდით იმ ადამიანებს, ვისაც მართლა­ უჭირდა. მაშინ ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი... ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში კახა ბენდუქიძემ, რომელიც 2004 წელს ჩამოვიდა საქართველოში­. თუ იმ პერიოდში რამე გაკეთდა, ყველაფერში უდიდესი წვლილი ბენდუქიძეს მიუძღვის. ერთადერთი იყო, რომელმაც იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა და რატომ ჩამოვიდა. მეც მომცა საშუალება, მის გვერდით გავზრდილიყავი. სახელმწიფო სამსახურიდან­ რომ წამოვედი, კახა მაინც მიგზავნიდა დავალებებს, ეს წაიკითხე და აზრი მითხარიო. მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა,­ თანამდებობაზე ვმუშაობდი თუ არა. იცოდა, რომ საქმის გაკეთებას ვცდილობდი.



- რატომ წამოხვედით ჯანდაცვის სამინის­ტროდან?

- 2006 წელს ჩემი ოჯახის წევრი დაიჭირეს. თავიდან ვიფიქრე, მართლაც დამნაშავე­ იყო, მაგრამ სასამართლო პროცესებს რომ დავესწარი, მივხვდი, თურმე საგიჟეთში ვცხოვრობდით. ხალხი რომ ამბობდა, "ნაცმოძრაობაში" კორუფციააო, არ მჯეროდა (ჩემზეც­ ამბობდნენ და ხომ ვიცოდი, რომ ეს ტყუილი იყო), მაგრამ ჩემი ოჯახის წევრის­ გამო პირისპირ შევეჯახე ამ პრობლემებს.­ იმ დროს ავტორიტეტი მქონდა, "ნაცმოძრაობის" წევრი არ ვიყავი, მაგრამ მაღალ თანამდებობაზე ვმუშაობდი და ამის მიუხედავად, იმდენი პატივისცემაც­ კი ვერ ვიგრძენი, ვინმეს აეხსნა, ეს რატომ გააკეთეს. ამის გარკვევაში ვერც ბენდუქიძე დამეხმარა, ვერც - ჩემი მინისტრი, ვერც - პრემიერ-მინისტრი. მაშინ მივხვდი,­ ჩემი წარმოდგენები ამ ხელისუფლებაზე მცდარი­ იყო და საქმე ძალიან ცუდად მიდიოდა. თქვენთან მუშაობა აღარ მინდა-მეთქი. მითხრეს, რასაც ვაკეთებდი, ის საქმე მიმეყვანა ბოლომდე და მერე წავსულიყავი.


ბიუჯეტზე­ ვიყავი პასუხისმგებელი და 7 თვე დავრჩი ჩემი ამოცანების შესასრულებად, 2007 წლის დასაწყისში კი წამოვედი. ამის მერე დონორები მქირაობდნენ. სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში­ ვმუშაობდი კონსულტანტად, მერე მსოფლიო ბანკში ვიმუშავე ლიბანში, ბეირუთში.

­


ბენდუქიძე იმ დროს სახელმწიფო კანცელარიაში მუშაობდა. 2008 წლის აგვისტოს­ ომის დროს ხშირად ვიყავი მასთან კაბინეტში, რადგან არ ვიცოდი, რა მეკეთებინა, სახლში ჯდომა კი არ მინდოდა. ფაქტო­ბრივად, მთელი შენობა დაცლილი იყო. მარტო ის ხალხი მუშაობდა, ვინც კახასთან იყო. კახამ მითხრა, დაანებე თავი აქეთ-იქით სიარულს, თავისუფალ უნივერსიტეტს ვაკეთებ და ჩემთან წამოდი, შენი ადგილი უფრო საგანმანათლებლო სფეროშიაო.


fb


თავიდან კვლევითი ცენტრის დირექტორი ვიყავი და აკადემიურ პროცესში ვმონაწილეობდი, ამასთან, ვასწავლიდი კრიტიკულ აზროვნებას და პოლიტიკურ იდეოლოგიას.­ მერე ჩვენს შემადგენლობაში აღმოჩნდა აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იყო და იქ გადავედი. იქ პირველი რეფორმა ჩემი გაკეთებულია. ვიყავი პრორექტორი. უნივერ­სიტეტში ყოფნისას "მოვიწამლე" განათლებით და მივხვდი, მხოლოდ ეს საქმე მაინტერესებდა. ბავშვების მიღებისას ვხედავდი, რომ სკოლიდან მოდიოდა დიდი პრობლემები, რომელთა გამოსწორება უნივერსიტეტში შეუძლებელი იყო და მივხვდი, ყველაზე კარგი ადგილი ჩემთვის სკოლა იქნებოდა. გადავწყვიტე, ამისთვის ფული მეშოვა. ჩოჩელს და სხვებს ერთად ჰქონდათ "ბეტა" და იქ გენდირექტორის მოადგილე ვიყავი, მაგრამ 5 თვეში ეს კომპანია დაიხურა. ეს იყო ჩემი ყველაზე წარუმატებელი ნაბიჯი. ისევ დავბრუნდი თავისუფალ უნივერსიტეტში ლექტორად. მერე თავისუფალი უნივერსიტეტის­ სტუდენტები­ აგრარული უნივერსიტეტის შენობაში გადავიდნენ და ნუცუბიძეზე მათი შენობა გათავისუფლდა. მაშინ მითხრა კახამ, აგერ, ეს შენობა და გააკეთე კერძო სკოლაო. ასე შევქმენით მე და გიორგი მელაძემ ნიუტონის თავისუფალი სკოლა. გვყავდა ერთი ფორმალური პარტნიორიც, რომელიც ამერიკაში ცხოვრობდა. ცოტა თანხა კახამ­ გვასესხა, ცოტა გიორგის ჰქონდა, შენობა მზად იყო და დავიწყეთ. რეგულაციის შესაბამისად, შენობაში 1180 ადგილი იყო, მაგრამ ვფიქრობდით, პირველ წელს 300-400 ბავშვი მიგვეღო,­ თუმცა მოულოდნელად, პირველივე წელს, 3000-ზე მეტი განცხადება შემოვიდა და რა თქმა უნდა, ყველას ვერ დავაკმაყოფილებდით. ეს იყო კახას რეპუტაციის დამსახურება. პედაგოგების ასარჩევად კონკურსი გამოვაცხადეთ და 3000-მდე ადამიანს შევხვდით, რომ 50-მდე მასწავლებლის შერჩევა შეგვძლებოდა. რთული პროცესი აღმოჩნდა­. ყველა­ ნამუშევარი იყო სკოლებში და მიჩვეული იყო ბიუროკრატიას, ჩვენი ამოცანა კი იყო, შეგვეცვალა ყველაფერი.­ თუმცა ნებისმიერი თავისუფლება, რომელსაც სკოლა მოიპოვებს, შეიძლება შორს აღმოჩნდეს რეგულატორისგან - არ გაძლევენ საშუალებას, შენ გადაწყვიტო, რა როგორ ასწავლო და როგორ მიუდგე ბავშვებს. 


ეს არის ჩვენი საგანმანათლებლო სისტემის მთავარი პრობლემა - რეგულაციებს უნდა დაემორჩილო.­ სკოლის დირექტორი სამი წელი ვიყავი, 2015 წლიდან წავედი "გირჩში" და უფრო მეტ დროს მათ ვუთმობდი, ვიდრე - სკოლას.


- მაინც რა არის თქვენთვის მიუღებელი?
- ჩვენი სასკოლო სისტემა ისეა აწყობი­ლი, რომ ბავშვებს 12 წელი ვაწამებთ. მათ მორჩილებას ვაჩვევთ, წარუმატებელი­ ფსიქიკით ვზრდით. საბჭოთა კავშირში თუ მორჩილი არ იქნებოდი, შეიძლებოდა­ სახელმწიფოს მოეკალი. დღესაც საბჭოთა სისტემა გვაქვს. ხორცის საკეპ მანქანაში ვატარებთ ყველას, რომ ერთნაირი პროდუქტი მივიღოთ. ბავშვები ვერასოდეს იქნებიან ერთნაირი, უბრალოდ, შეიძლება ერთნაირად გავაუბედუროთ სხვადასხვა­ ნიჭის ადამიანები. 


მე საკუთარი შვილები მოვაცილე­ ამ მახინჯ სისტემას, ისინიც ჩემს სკოლაში დამყავდა და სამი წელია, აღარ ვუშვებ. "ნიუტონში" რეპრესიული სისტემა შევასუსტეთ, მაგრამ რეგულაციებიდან გამომდინარე სხვა რეფო­რმები წარმოუდგენელი იყო. ახლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები ეს ბრძოლა. საჭიროა ყველას დარწმუნება, რომ მშობლის პრეროგა­ტივაა შვილის­ აღზრდა და არა სახელმწიფოსი. თუ გავაგებინეთ, ეს იქნება დასაწყისი ცვლილებების, რაც ასე სჭირდებათ ბავშვებს.



- თქვენი შვილები არ აპროტესტებენ, რომ სკოლაში არ უშვებთ? ატესტატის გარეშე ხომ უმაღლესში სწავლას ვერ შეძლებენ?
- რაში სჭირდებათ ატესტატი? განათლებას სხვადასხვანაირად იღებენ. ძირითადად, ჩემი მეუღლეა დაკავებული ბავშვებით, მეც ვიღებ მონაწილეობას. ჩემი ორი გოგონა და ერთი ვაჟი სხვადასხვა რეჟიმით ცხოვრობენ. რამდენიმე დღის წინ ჩემი უფროსი გოგონა, 16 წლის მარიამი ფარიკაობის ჩემპიონი გახდა. სპორტსმენია,­ თავისი­ ინტერესები აქვს და ცხოვრების თავისი გზა მინდა იპოვოს. შუათანა, ნათია­, დაინტერესებულია მუსიკით, კითხვით, პროგრამირებას სწავლობს­ და ისეთ რაღაცებს აკეთებს, რაც მნიშვნელოვანია მისი განვითარებისთვის. უმცროსი, კონსტანტინე, 10 წლისაა და მასთან სახლში დადის მასწავლებელი, რომელიც ძალიან უყვარს.


თუ არ გაინტერესებს საგანი, რატომ უნდა ისწავლო? ეს სიგიჟეა! განათლების მთაAვარი პრობლემა ის არის, რომ ბავშვები ვერ იღებენ პასუხს, რატომ უნდა გაიღონ ასეთი მსხვერპლი, რომ ყველა საგანი ისწავლონ. ჩვენს ოჯახში ბავშვებს ვუყურებთ, როგორც სრულფასოვან ადამიანებს.



- ბავშვებს უნდათ სახლში ყოფნა?
- მე, როგორც მშობელმა, მივიღე ეს გადაწყვეტილება. კი ბატონო, როცა ბავშვები სახლში არიან, მეტი ენერგიის და დროის დახარჯვა­ გვიწევს, მაგრამ არ ვწუწუნებ, თუმცა რომ გვქონდეს ისეთი სკოლა, როგორიც მინდა, ჩემი შვილები­ დროს იქ გაატარებდნენ, რაც სოციალიზაციისთვის კარგი იქნებოდა, ბევრი მეგობარი ეყოლებოდათ. მათი განვითარებისთვის გარემოს რომ დიდი მნიშვნელობა აქვს, ეს კარგად მესმის, მაგრამ მე კარგსა და ცუდს შორის გავაკეთე არჩევანი. თუ მოვახერხებ ისეთი საგანმანათლებო სივრცის მოწყობას, რომელიც იმავე მორალური­ პრინციპებით იმუშავებს, როგორითაც ჩვენი ოჯახი ცხოვრობს, მე წავიყვან მათ სკოლაში. გGასაგებია, დიდ გავლენას ვახდენ ბავშვებზე, მაგრამ ისინი სახლში ბედნიერად გრძნობენ თავს. ძალადობა ჩვენ შორის გამორიცხულია. თავიდან მეუღლესაც ეშინოდა, მაგრამ ახლა ჩემზე არანაკლებ დარწმუნებულია, რომ სწორად მოვიქეცით. დღეს ქართულ უნივერსიტეტებში ატესტატის გარეშე ვერ ჩააბარებენ, ამისთვის ვარ ახლა მე პარლამენტში, რომ ეს პრობლემა გადავწყვიტო. ჩემს შვილებს რომ მოუნდეთ უმაღლეს სასწავლებელში აქ სწავლა, უნდა ჩააბარონ გამოცდები ისე, როგორც საზღვარგარეთ არის შესაძლებელი. ისინი დაწერენ რეზიუმეში, რომ სახლში აქვთ განათლება­ მიღებული და მათ უპირატესობას მიანიჭებენ კარგი დასავლური უნივერსიტეტები. 


ერთნაირი შედეგი რომ ჰქონდეს საჯარო სკოლელს და სახლში განათლებამიღებულს, უპირატესობას ჩემს შვილს მიანიჭებენ - ასეთი წესრიგია სამყაროში, აქ კი ეროვნულ გამოცდაზე გასვლის უფლებასაც კი არ აძლევენ ბავშვს, ისეთი კრეტინულია კანონი. ის აინტერესებთ, სად ვისწავლე ფიზიკა და არა ის, ვიცი თუ არა ფიზიკა. 


ახლა მაქვს ტრიბუნა პარლამენტში და ამას შეუძლია გავლენა მოახდინოს იმ პრობლემების გადაწყვეტაზე, რომელსაც აქამდე ვერ ვწყვეტდი.


ჩემთან სახლში პოლიცია არ მოდიოდა და არ მეუბნებოდა, სკოლაში რატომ არ დადიან შენი შვილებიო. თუ ეს ჩემთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის მოსულა, სხვებისთვის რატომ არ მოსულა? ვაპირებ, განათლებაში არსებულ ამ პრობლემებზე ჩემს კოლეგებს ხმამაღლა ველაპარაკო.



- "გირჩი" რატომ აირჩიეთ?­
- ამ ყველაფერზე ლაპარაკი მინდოდა საჯარო სივრცეში. ამ დროს ზურა ჯაფარიძე წავიდა "ნაცმოძრაობიდან". მითხრა, ნებისმიერ რამეზე­ მზად ვარ, ვილაპარაკოთო. მე ბავშვთა პრობლემები უფრო მაინტერესებს, იაგოს - სამართლიანობა.


ორგანიზმის სხვადასხვ­ა ნაწილებზე ვლაპარაკობთ და თუ ამაზე აშენებ შენს პარტიას, იდეოლოგიურ საძირკველსაც უქმნი მას. შენს სკოლაში ვინ მოგიყვანს ბავშვს, თუ არა ისეთი ადამიანი, რომელსაც იგივე სჯერა, რასაც შენ ამბობ?! რატომ უნდა მომიყვანოს მე აღსაზრდელად შვილი შალვა ნათელაშვილმა, ეს ხომ გაუგებარია! "ქართული მარშის" ლიდერს რომ ჰყავდა "ნიუტონში" ბავშვი, ამან გამოიწვია უცნაური რეაქციები...


2017 წელს ამ სკოლაში ჩემი წილი გავყიდე­ და წამოვედი, თუმცა ვგულშემატკივრობ, მინდა მეტი თავისუფლება ჰქონდეს სკოლებს!


- "გირჩი" მარიხუანას ლეგალიზაციისთვის­ იბრძოდა, თქვენ ხართ მომხმარებელი?
- მარიხუანას ვეწევი 25 წლიდან. მიმაჩნია, რომ ადამიანის გადასაწყვეტია, მოსწევს თუ არა. ჩემი ცხოვრება­ შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ არ გაქვს­ უფლება, შემიცვალო. შეიძლება სარისკო იყოს, რამე დამემართოს, მაგრამ ეს ხომ თქვენი საქმე არ არის, თუ ამით ვინმეს ზიანს არ ვაყენებ? 


3000 უდანაშაულო ადამიანი გვყავს გამომწვდეული საპატიმროში - ეს არის პრობლემა. სიმართლე გითხრათ, ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ მოწეულ და ფხიზელ მდგომარეობას შორის. ვერც იმას ვხვდები, რატომ არის საზოგადოებაში ასეთი დამოკიდებულება. ის სტერეოტიპი, რომელიც ჩამოყალიბებულია, ძირითადად, კანაფის მიმართ, დიდწილად არ შეესაბამება სიმართლეს. ყველაზე დიდი ბოროტება სახელმწიფოს მიერ მომხმარებლის დევნაა. ჯერ ძალადობა ავკრძალოთ და მერე დავიწყოთ კანაფის დადებით და უარყოფით მხარეებზე საუბარი. 


მარიხუანასთან ჰეროინის და სხვების შედარება შეუძლებელია, ექიმი ვარ და ეს ძალიან კარგად ვიცი.



- თქვით, რომ "გირჩის" სამეფოს ქმნიდით­ პარლამენტში. კარგად მუშაობს თქვენი სამეფო?
- ჩემს ოთახში სტუდია გვაქვს მოწყობილი. ახლა ვკრებთ ადამიანებს, ვამზადებთ გუნდს, რომ მუშაობა შეუფერხებლად შევძლოთ და დავიწყოთ მზადება არჩევნებისთვის. სამეფოს ფორმატი ჩვენი შიდა თანამშრომლობის ფორმაა, ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური მონარქია ჩვენს საზოგადოებაში.


კვირის პალიტრა




კომენტარები:

ფართი შოპი