შედის თუ ბოლომდე გამოდის? - თაკო ჩარკვიანმა თავისი გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა

01 Jun 2021 12:25

პარტია „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შედის. ამის შესახებ მან  ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა.


„გამოკითხვა დასრულდა. ხალხმა გადაწყვიტა – სულ 1629 გამოკითხულია, არშესვლის მომხრე არის 29, შესვლის მომხრე არის 1600. მე ეს გამოკითხვა იმიტომ გავაკეთე, რომ ეს ადამიანები გვერდით მიდგანან და მგულშემატკივრობენ. ძალიან ღიად გავაკეთე ეს ყველაფერი“, - განაცხადა ჩარკვიანმა.




კომენტარები:

ფართი შოპი