ინტოქსიკაცია ხელვაჩაურში - მოწამლულია სამკერვალო ფაბრიკის 40 თანამშრომელი

01 Jun 2021 12:30

ხელვაჩაურში, სამკერვალო ფაბრიკა Fast track Textile-ის 40 თანამშრომელი სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა. მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

არსებული ინფორმაციით, საწარმოს მზა საკვებს კერძო კომპანია აწვდის. ვითარება ადგილზე შეისწავლეს სურსათის უვნებლობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა.

"სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები შემოწმებას ატარებენ ორივე ობიექტზე; ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები",- ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

საწარმოში ვარაუდობენ, რომ მოწამვლა ქათმის გაყინულმა ხორცმა გამოიწვია.

მოწამლული თანამშრომლები ამ დროისთვის კლინიკაში არიან გადაყვანილი.


მთავარი არხი




კომენტარები:

ფართი შოპი