არჩილ თალაკვაძე 1 ივნისთან დაკავშირებით ფბ-პოსტს აქვეყნებს

01 Jun 2021 13:01

არჩილ თალაკვაძე ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით ფბ პოსტს აქვეყნებს.


„1 ივნისს ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნება. მინდა მივულოცო ყველა ბავშვს და ვუსურვო მათ ჯანმრთელობა, კეთილდღეობა და ოცნებების ასრულება.


ამ დღეს, ასევე, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, - მასწავლებლებს, მედიკოსებს, სოციალურ მუშაკებს, აღმზრდელებს, ფსიქოლოგებს, პოლიციელებს, მაშველებს და სხვა სფეროს პროფესიონალებს, ვისაც პირადი და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის განვითარებაში, კეთილდღეობასა და მისი უფლებების დაცვაში“,-წერს არჩილ თალაკვაძე ფბ-ის საკუთარ გვერდზე.




კომენტარები:

ფართი შოპი