ახალციხის მუნიციპალიტეტში სარწყავი სისტემა წესრიგდება

01 Jun 2021 13:14

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო-ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ქვეყნის მასშტაბით აქტიურად განაგრძობს.


ამჯერად სარემონტო-საექსპლუატაციო ღონისძიებები სამცხე-ჯავახეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში   მიმდინარეობს.


სოფელ ვალეს, პამაჯის,  გურკელისა და წრიოხის ტერიტორიაზე ხე-მცენარეებისა და ნატანი მასისგან ჯამში 3 კილომეტრი სიგრძის  მაგისტრალური არხები იწმინდება.


სამუშაოების შედეგად, არხში წყლის გამტარუნარიანობა გაიზრდება, რაც მუნიციპალიტეტში დამატებით 50 ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო  მიწის ფართობის მორწყვას უზრუნველყოფს.


ქსელის მოწესრიგების სამუშაოებს საქართველოს მელიორაცია საკუთარი ძალებით ახორციელებს.




კომენტარები:

ფართი შოპი