სად ინახება წმინდა ნინოს ჯვარი - საინტერესო ცნობები სიწმინდის შესახებ

01 Jun 2021 13:21

სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი სიწ­მინ­დეა თავ­მოყ­რი­ლი, მათ შო­რი­საა, წმინ­და ნი­ნოს ჯვა­რი, რო­მე­ლიც თბი­ლი­სის სი­ო­ნის ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბა.


წმი­და ნინო თორ­მე­ტი წლი­დან იე­რუ­სა­ლიმ­ში, უფ­ლის საფ­ლავ­თან ახ­ლოს, ღვთის­მო­შიშ სარა ბეთ­ლე­მე­ლის მორ­ჩი­ლე­ბა­ში იზ­რდე­ბო­და. სწო­რედ სა­რას­გან შე­ი­ტყო, რომ უფ­ლის კვარ­თი ღვთის­მშობ­ლის წილ­ხვედრ ქვე­ყა­ნა­ში იყო. იმის მერე ღვთის­მშო­ბელს ევედ­რე­ბო­და, რომ მის­თვის უფ­ლის წმი­და სა­მო­სი გა­მო­ე­ჩი­ნა. ვედ­რე­ბა შე­ის­მი­ნა ღმერ­თმა და ღვთის­მშობ­ლის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით, იგი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ცი­ქუ­ლოდ წარ­მოგ­ზავ­ნა. ღვთის­მშო­ბელ­მა ვა­ზის ჯვა­რი გა­დას­ცა, რო­მელ­საც უცხო ქვე­ყა­ნა­ში წმი­და მი­სი­ით მი­მა­ვა­ლი ქალ­წუ­ლი გან­საც­დე­ლი­სა­გან უნდა და­ეც­ვა. მორ­ჩი­ლე­ბის ნიშ­ნად, წმი­და ნი­ნომ თმა მო­ი­კე­ცა, შე­მო­ახ­ვია ვა­ზის რტო­ებს და რწმე­ნით სავ­სე, სა­ქარ­თვე­ლოს­კენ წა­მო­ვი­და...


ჯვა­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბით მეფე მი­რი­ანს ერგო. 541 წლამ­დე იგი მცხე­თის სვე­ტი­ცხოვ­ლის ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბო­და. ამ ჯვრით მეფე მი­რი­ან­მა სიკ­ვდი­ლის წინ მე­ფედ თა­ვი­სი შვი­ლი ბა­ქა­რი აკურ­თხა. ჯვა­რი ქა­ლა­ქი­დან და ქვეყ­ნი­დან ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა გა­ტა­ნი­ლი. ამ მოძ­რა­ო­ბი­სას გარ­დი­გარ­დმო ნა­წი­ლი გა­და­ტე­ხი­ლა გრძელ ნა­წილ­თან მი­მაგ­რე­ბულ ად­გი­ლას, რის გა­მოც ჯვრის ფრთე­ბი დაშ­ვე­ბუ­ლია.


V სა­უ­კუ­ნე­ში ის წმი­და შუ­შა­ნიკ­თან (სა­ქარ­თვე­ლოს აღ­მო­სავ­ლეთ პრო­ვინ­ცი­ის - რა­ნის მმარ­თვე­ლის მე­უღ­ლეს­თან) აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სიკ­ვდი­ლის წინ ჯვა­რი თა­ვის მო­ძღვარს, ან­დრი­ას სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­მო­სა­ღე­ბად გა­დას­ცა, მაგ­რამ ან­დრია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ჯვრი­ა­ნად სომ­ხეთ­ში დარ­ჩე­ნი­ლი­ყო. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, ჯვა­რი ქა­ლაქ ანის აღე­ბამ­დე, სომ­ხე­თის სხვა­დას­ხვა ქა­ლაქ­სა და მო­ნას­ტერ­ში ინა­ხე­ბო­და. და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა ჯვა­რი მცხე­თას და­უბ­რუ­ნა.




ის­ტო­რი­უ­ლი წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, XI-XII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში წმი­და ნი­ნოს ჯვა­რი მცხე­თის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ეს­ვე­ნა. მეფე ვახ­ტანგ III-მ (1301-1307 წლე­ბი) მის­თვის სა­ხა­ტე გა­ა­კე­თე­ბი­ნა, რო­მელ­ზე­დაც აღ­ბეჭ­დი­ლია წმი­და­ნის ცხოვ­რე­ბის ექ­ვსი შემ­თხვე­ვა...


XVII-XVIII სა­უ­კუ­ნე­ებ­ში, მტრე­ბის შე­მო­სე­ვის დროს, ჯვა­რი მთებ­ში გა­და­ი­ტა­ნეს, ჯერ ყაზ­ბე­გის წმი­და სა­მე­ბის ეკ­ლე­სი­ა­ში, მერე კი ანა­ნუ­რის ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის ტა­ძარ­ში. 1749 წელს ჯვა­რი წმი­და ნი­ნოს ხა­ტით სა­ცა­ვი­დან თბი­ლი­სის მიტ­რო­პო­ლიტ­მა რო­მა­ნოზ­მა (ერის­თავ­მა) წა­ი­ღო და თა­ვის დას მოს­კოვ­ში, სეფე-წუ­ლის ბა­ქარ ვახ­ტან­გის ძის მე­უღ­ლეს მი­არ­თვა. სხვა ცნო­ბის მი­ხედ­ვით კი, წმი­და ჯვა­რი ქარ­თველ­თა მეფე არ­ჩილს 1688 წელს სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­უ­ტა­ნია. იმა­ვე ცნო­ბით, ჯვა­რი მოს­კოვ­ში ქარ­თველ მე­ფე­თა სა­სახ­ლე­ში ეს­ვე­ნა. შემ­დეგ წმი­და ნი­ნოს ჯვა­რი სო­ფელ ლის­კო­ვო­ში ქარ­თველ დი­დე­ბულ­თა მა­მულ­ში ვახ­ტანგ VI-ის შთა­მო­მა­ვალს, გი­ორ­გი ალექ­სან­დრეს ძეს გა­და­უბ­რძა­ნე­ბია. 1801 წელს კი ამ უკა­ნას­კნელს ჯვა­რი რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ ალექ­სან­დრეს­თვის მი­ურ­თმე­ვია, მას კი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის კუთ­ვნი­ლი გან­ძი და­უბ­რუ­ნე­ბია. დღეს მო­ცი­ქულ­თა სწო­რის, ქარ­თველ­თა გან­მა­ნათ­ლებ­ლის წმი­და ნი­ნოს ჯვა­რი თბი­ლი­სის სი­ო­ნის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­შია დაბ­რძა­ნე­ბუ­ლი.


ჯვარს XVIII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სის ვერ­ცხლის პე­რან­გი აქვს და ვერ­ცხლი­სა­ვე კი­დო­ბან­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი. ჯვარს თა­ვი­სი საბ­რძა­ნე­ბე­ლი­დან წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ, ყო­ველ ნი­ნო­ო­ბას გა­მო­აბ­რძა­ნე­ბენ: 27 იან­ვარს და 1-ელ ივ­ნისს, რათა მორ­წმუ­ნე­ებს მას­თან მი­ახ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ.


მომ­ზა­დე­ბუ­ლია "სი­ო­ნის ტაძ­რის მცი­რე­დი ცნო­ბა­რის" მი­ხედ­ვით


ამბები.ge 




კომენტარები:

ფართი შოპი