იაგო ხვიჩია - თბილად მივესალმებით თაკო ჩარკვიანს, ვეცდებით, თავიდან დავმეგობრდეთ და ერთად ვჭამოთ ხინკალი

01 Jun 2021 17:25

თბილად მივესალმებით ქალბატონ თაკო ჩარკვიანს, ვეცდებით, თავიდან დავმეგობრდეთ და ერთად ვჭამოთ ხინკალი. არის საუბარი, რომ თვითონ დაგვპატიჟებს - ასეთი რამ უთქვამს, როგორც ჟურნალისტებმა მითხრეს, თუ არადა ჩვენ დავპატიჟებთ,- ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ დახვდება თაკო ჩარკვიანს, თუ ის პარლამენტში შევა.


მისი თქმით, თაკო ჩარკვიანის და შალვა ნათელაშვილის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ის და სანდრო რაქვიაშვილი ჯერ კიდევ მაშინ დანიძლავდნენ, როცა ოპოზიცია მყარად საუბრობდა პარლამენტში არშესვლის შესახებ.


"თავის დროზე, ჯერ კიდევ მაშინ, როცა კოლეგა ოპოზიციონერები თავს იკლავდნენ "არ შემოვალთო", მე და სანდრო დავნიძლავდით. მე ვთქვი, რომ თაკო ჩარკვიანი და შალვა ნათელაშვილი შემოვიდოდნენ პარლამენტში, მაშინ ეს ძალიან წარმოუდგენლად ჩანდა, სანდრომ ჩათვალა, რომ ძალიან მარტივად მოიგო ნიძლავი და მე როგორც გაუთვითცნიბიერებელ ადამიანს ასე დამენიძლავა, მაგრამ ხედავთ, სიტუაცია იცვლება და მე შეიძლება მოვიგო ნიძლავი,"- განაცხადა ხვიჩიამ.





კომენტარები:

ფართი შოპი