ნიკოლოზ სამხარაძე: „საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატოში და ევროკავშირში გაწევრიანება და ამ მიმართულებით გერმანიის როლს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს“

01 Jun 2021 18:30

დღეს პარლამენტმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ჰუბერტ ქნირშს მოუსმინა.

 

„გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის პირველივე დღიდან დგას საქართველოს გვერდით. მათ დიდი წვლილი მიუძღვით საქართველოში სახელმწიფო ინსტიტუტების მშენებლობაში,  სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში. ჩვენი საგარეო  პოლიტიკური პრიორიტეტი არის ნატო-ში და ევროკავშირში გაწევრიანება და ორივე ორგანიზაციაში გერმანიის როლს და გერმანიის სიტყვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გერმანია არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი საქართველოსთვის“, -  განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

დიპლომატმა გერმანიის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა.

 

განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საქართველოსთან გერმანიის მრავალმხრივ ურთიერთობებზე, NATO-სა და ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობებზე და ამ გზაზე გერმანიის როლზე.

 

„გერმანია მხარს უჭერს საქართველოს ფართო სპექტრის საკითხებში. თქვენი მხრიდან ჩვენი პარტნიორობის აღიარება   დიდი მოტივაციაა, იმისთვის რომ ჩვენი როლი შევასრულოთ ამ ურთიერთობებში. საქართველო არის გერმანიისგან აღიარებული და დაფასებული მნიშვნელოვანი პარტნიორი“, - განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა.

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საჯარო მოსმენების ახალი ფორმატი დანერგა, რომლის ფარგლებშიც საქართველოში აკრედიტებული ელჩები კომიტეტის წევრებს საკუთარი საქმიანობის შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხებენ.

 




კომენტარები:

ფართი შოპი