ყველა პოლიციელს გათიშული ჰქონდა კამერა, სამარცხვინოები ხართ და კრიმინალები!!! ჩადებულია! – ნანკა კალატოზიშვილი

01 Jun 2021 21:52

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ეხმაურება განაჩენს, რომელიც მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის, ანუ ბახალას საქმესთან დაკავშირებით დადგა:


„რეანიმობილის საქმეზე უდანაშაულოდ ცნეს ბახალა. 20 წელს ტენიდნენ ამის გამო, გვიკიოდა ვინმე ვანო ზარდიაშვილი ეკრანიდან, ბოდიში მოიხადეთ, რომ იცავთ, ბრალი დაუმძიმდა და ახლა რას იტყვითო. ჰოდა, აქეთ მოიხადე, ვანო, ბოდიში! 8 წელი რაზედაც მიუსაჯეთ, ეგეც ვერ დაუმტკიცეთ, ყველა პოლიციელს გათიშული რომ ჰქონდა კამერა და აქეთ რომ ითხოვდა ბახალა ექსპერტიზას, რომელიც არ ჩაატარეთ. სამარცხვინოები ხართ მინიმუმ და თავად კრიმინალები რეალურად!!! ჩადებულია!


შეგახსენებთ, ის “რეანიმობილის” საქმეზე, რომელიც საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ორგანიზებას გულისხმობს, უდანაშაულოდ სცნეს. გიორგის 8 წელი აქვს მისჯილი და დღემდე საპატიმროშია ნარკოტიკული საშუალებების შენახვისა და შეძენისთვის.


ალია




კომენტარები:

ფართი შოპი