შალვა პაპუაშვილი - კახა კალაძე ქალაქის საუკეთესო მერია, მის კანდიდატურას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება

01 Jun 2021 22:32

კახა კალაძის კანდიდატურას ჩვენი მოქალაქეების მხრიდან ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.


როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, კახა კალაძე თბილისის საუკეთესო მერია.


„კანდიდატურებს რაც შეეხება, ყველაფერი მაშინ დასახელდება, როცა კამპანია იქნება. რაც შეეხება, კახა კალაძეს, დღესაც იხილეთ თქვენ, მას პრეზენტაცია ჰქონდა და ანგარიშს აბარებდა სატრანსპორტო პოლიტიკასთან დაკავშირებით. ერთი რამე შეგვიძლია ჩვენ თამამად ვთქვათ და ვფიქრობ, რომ ამ ქალაქის ყველა მკვიდრი დაეთანხმება ამას, რომ კახა კალაძე არის ამ ქალაქის საუკეთესო მერი. რა თქმა უნდა, მის კანდიდატურას ექნება ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ჩვენი მოქალაქეების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.





კომენტარები:

ფართი შოპი