“გააღეთ პანსიონის კარი!”

02 Jun 2021 00:22

დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, რაც კიდევ უფრო საგანგაშოს ხდის იმ ფაქტს, რომ საპროტესტო აქციით გვიწევს მოვთხოვოთ სახელმწიფოს, დაიცვას ნინოწმინდის პანსიონში მცხოვრები 60-მდე ბავშვი. პოლიტიკური მოძრაობა “დროა” შეუერთდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მთავრობის კანცელარიის წინ დაგეგმილ აქციას - “ნინოწმინდის ბავშვებისთვის”.


უკვე თვეზე მეტი გავიდა, რაც სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას და სახალხო დამცველის წარმომადგენლებს არ უშვებს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი “ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში”.

“აქ საუბარია ბავშვების ბედზე, პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც სახელმწიფოს, რომელიც ვალდებულია უზრუნველყოს კანონის აღსრულება და ასევე საპატრიარქოს, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეუძლია გამოამწყვდიოს ბავშვები და საერთოდ არ დაემორჩილოს კანონს. ეს არც პარტიული საკითხია, არც პოლიტიკური, ეს არის მორალური საკითხი. როგორ შეიძლება გავრისკოთ ბავშვების ჯანმრთელობა ამ რაღაცა ძიძგილაობაში?!”,- ელენე ხოშტარია, პოლიტიკური მოძრაობის “დროა“ დამფუძნებელი.


საქართველოში ბავშვების ხმა თითქმის არ ისმის. მეტიც, როდესაც საქმე გავლენებს ეხება, მათი კეთილდღეობა და უფლებები ბოლო ადგილზე გადაინაცვლებს ხოლმე. ნინოწმინდის პანსიონის შემთხვევაში, ბავშვების უსაფრთხოება და ინტერესები საპატრიარქოსა და ხელისუფლებას შორის ურთიერთსარგებელზე აგებულ მახინჯ სისტემას ეწირება.




კომენტარები:

ფართი შოპი