„კიბეზე, მაღალი მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა... ქალბატონს თვალები ცრემლებით აევსო...“ - რას წერს მოროშკინა?

02 Jun 2021 10:28

ჟურნალისტი, ლალი მოროშკინა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მოულოდნელი სტუმრობის შესახებ წერს.

როგორც პოსტიდან ვიგებთ, მისი სტუმარი მამა პეტრე კოლხი იყო.

 

„ერთი ამბავი უნდა გიამბოთ.


დღეს დილიდან ჟრიამული იყო აუზზე...


ბავშვები წყალში ლაზღანდარობდნენ, უფროსები ბართან, მხოლოდ ერთი ქალბატონი შეფიქრიანებული მეჩვენა.


უცებ კიბეზე, მაღალი მამაკაცის სილუეტი გამოჩნდა...

ვერ წარმოგიდგენიათ ამ ქალბატონის სიხარული, თვალები ცრემლებით აევსო...

თურმე წლებია ოცნებობდა მამა პეტრესთან შეხვედრაზე და ეს სურვილი ნინოობაზე აუხდა!

მე კი უბრალო, ადამიანური მადლიერება მინდა გამოვხატო პეტრეს მიმართ. დღეს ბოდბე მოილოცა და ეს მადლი მეც მიწილადა... სიღნაღში ჩამომაკითხა.


მიყვარს ეს დღე,

წმ.ნინოს სულ ველაპარაკები, ვიცი რომ ის მაძლიერებს...

მადლობა სამყაროს“, - წერს მოროშკინა.


digest.ge




კომენტარები:

ფართი შოპი