რეზო სოხაძე: მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს ყველაზე კომფორტულად

02 Jun 2021 11:23

მნიშვნელოვანია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასთან ყველანაირი პირობა შევქმნათ იმისთვის, რომ ადამიანები ავტომობილებიდან გადასხდნენ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რეზო სოხაძემ „იმედის ფაქტორში“ სატრანსპორტო პოლიტიკაზე საუბრისას განაცხადა.


„დღეს მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა იმოძრაოს ყველაზე კომფორტულად, იმაზე კომფორტულად, ვიდრე კერძო ავტომობილები მოძრაობენ. მით უმეტეს, ზონალურ საათობრივი პარკირებაც მნიშვნელოვანი არის. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ პეკინის ქუჩაზე გავიარე და ძალიან ბევრი თავისუფალი ადგილი იყო საპარკინგო, როდესაც ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. ამიტომ, ეს პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელსაც მერია დღეს ატარებს. აქ ჩვენ ახლა არ ვიგონებთ ველოსიპედს. ეს არის მსოფლიო გამოცდილება და აპრობირებული გზა, იმისთვის რომ ჩვენ მოვაგვაროთ ის პრობლემები, რაც ჩვენ წინაშე დღეს დგას“, - განაცხადა სოხაძემ.


კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში წარადგინა.




კომენტარები:

ფართი შოპი