მნიშვნელოვანი და კარგი სიახლე, ვისაც თურქეთში წასვლა სურს - საქართველოს ელჩის სპეციალური განცხადება

02 Jun 2021 11:56

თურქეთში საქართველოს ელჩი გიორგი ჯანჯღავა მიმართავს მოქალაქეებს, რომლებსაც თურქეთში წასვლა სურთ:


„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ანკარაში საქართველოს საელჩო გაცნობებთ, რომ დღეიდან 2021 წლის 1-ლი ივნისიდან, საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე“, – ნათქვამია ფეისბუკ-პოსტში.


ეს ნიშნავს, რომ თურქეთში შესვლა სპეციალური მიწვევის გარეშე შესაძლებელია, რაც პანდემიის პირობებში შეუძლებელი იყო.


რეზონანსი




კომენტარები:

ფართი შოპი