სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თემატური მოკვლევის ჯგუფი ზეპირ მოსმენებს აგრძელებს

02 Jun 2021 16:43


 „ახალგაზრდობის დასაქმების ხელშეწყობის“ თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში შეიქმნა მოსმენებს განაგრძობს.

 

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, კომიტეტმა სპორტის მიმართულებით თემატური მოკვლევა უკვე ჩაატარა და ამჟამად სამუშაო პროცესი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე მიმდინარეობს.

მისივე შეფასებით, დასაქმების საკითხი და მასთან დაკავშირებული თემები ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს და მისი დაძლევა ერთობლივ მუშაობას და ძალისხმევას საჭიროებს.

 

თემატური მოკვლევის სამუშაო ჯგუფის სხდომაზე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებს, შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის მოადგილეს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილეს მოუსმინეს.

 

კომიტეტის წევრებმა სხდომის მონაწილეებს კითხვებით მიმართეს და ახალგაზრდების დასაქმების მიმართულებით სახელმწიფო უწყებებში უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე მოხსენებები მოისმინეს.

 




კომენტარები:

ფართი შოპი