გიორგი ვაშაძე ირაკლი ზარქუას - ხელშეკრულება კი არა, „თხა და გიგო“ წაიკითხე და მერე მელაპარაკე

02 Jun 2021 16:49

ხელშეკრულება კი არა, „თხა და გიგო“ წაიკითხე და მერე მელაპარაკე, - ამ სიტყვებით მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „ქართული ოცნების“ წევრ ირაკლი ზარქუას საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც მასსა და ზარქუას შორის დაპირისპირება საპენსიო საკითხის განხილვას მოჰყვა.


სხდომაზე ეროვნული ბანკის ყოველწლიურ ანგარიშს განიხილავენ, სადაც საუბრის ერთ-ერთი თემა საპენსიო საკითხიც იყოს.


„ჩაგირთავთ აუდიო ჩანაწერს, სადაც ჯანდაცვის სამინისტროში რეკავს პენსიონერი იმაზე, გადააქვს თუ არა პენსია სხვაგან, მერე „ლიბერთიში“ რეკავს და ისიც უარს ეუბნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.


ამის შემდეგ, ირაკლი ზარქუამ გიორგი ვაშაძის მისამართით განაცხადა, რომ „იაფფასიანი პოპულიზმითაა დაკავებული, მეტი არაფერი“ და ასევე მიმართა ვაშაძეს, რომ ხელშეკრულება წაეკითხა.


„არცერთ პენსიონერს ხელშეკრულებას არ აძლევენ, საიდუმლოაო და ჩანაწერი მაქვს თქვენი ცხელი ხაზების. უბრალოდ უნამუსოები ხართ. მოისმინე კითხვა და დააცადე პასუხი. ბოლოს და ბოლოს, მართლა გაჩუმდი, რა. ყველამ იცის, ვინ არის იაფფასიანი და კლოუნი. ხელშეკრულება კი არა წიგნი „თხა და გიგო“ წაიკითხე და მერე მელაპარაკე“, - მიმართა ვაშაძემ ზარქუას.





კომენტარები:

ფართი შოპი